NIK_2101
NIK_2093
NIK_2064
NIK_2062
NIK_2049
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციასთან
5 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციასთან. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა გიგი გიორგაძემ. მემორანდუმი მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთო პროექტების განხორციელებას, კვლევისა და განათლების ხელშეწყობას, ასევე აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას.