ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა ქვემო ქართლის რეგიონში ახორციელებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამას. პროგრამის მიზანია მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ინსტიტუციონალიზაცია დაწყებით საფეხურზე. განათლების სკოლის მაღალკვალიფიციური აკადემიური და მოწვეული პერსონალი 7 ნოემბრიდან იწყებს პროგრამის ფარგლებში ონლაინტრენინგების ჩატარებას ქვემო ქართლის საჯარო სკოლების დირექტორებისა და დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის ლიდერი მასწავლებლებისთვის….
24 სექტემბერს, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, გაიმართება Live-საინფორმაციო შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის განათლების ადმინისტრირების პროგრამის პირველკურსელებთან შეხვედრაზე განსახილველი საკითხები იქნება: პროგრამის შინაარსისა და სტრქუტურის გაცნობა; ფაკულტეტის ადმინისტრაციული ერთეულებისა და მათი ფუქნციების გაცნობა; პასუსხისმგებელი პირების საკონტაქო ინფორმაციის გაზიარება. შეხვედრაზე გექნებათ შესაძლებლობა ვირტუალურად შეხვდეთ, გაიცნოთ და შეკითხვები დაუსვათ განათლების სკოლის ხელმძღვანელს, პროგრამების ხელმძღვანელებსა და კოორდინატორებს. პროგრამების წარდგენის…