პროფესორ ჯაო იანის საჯარო ლექცია “Transparent conductive oxide thin film and its applications in lasers”
29 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში შანხაის ოპტიკისა და ზუსტი მექანიკის ინსტიტუტის პროფესორი ჯაო იანი წაიკითხავს საჯარო ლექციას “Transparent conductive oxide thin film and its applications in lasers”. ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის პროფესორის, ავთანდილ თავხელიძის ინიციატივით ნოემბრის ბოლოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ჩინელ მეცნიერთა ჯგუფი, რომლის მიზანია ილიაუნის მკვლევრების გაცნობა, ლაბორატორიების დათვალიერება და…
FB-
post-fablab-XR-AI-eng
იმერსიული ტექნოლოგიები კინოს მომავლისთვის: XR და AI
19 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი FILM XR-თან ერთად გამართავს შეხვედრას „იმერსიული ტექნოლოგიები კინოს მომავლისთვის: XR და AI“. შეხვედრაზე განიხილავენ XR და AI ტექნოლოგიების გავლენას თანამედროვე ფილმისა და კულტურის ინდუსტრიაზე: XR ინდუსტრიის უახლეს ტენდენციები და ბაზრის მიმოხილვა; AI ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები ფილმისა და ვიდეოწარმოებისთვის. შემდეგ…
post-XR-AI
სატრენინგო კვირეული გრანადის უნივერსიტეტში
2024 წლის 21 და 24 ოქტომბერს გრანადის უნივერსიტეტში ჩატარდა სატრენინგო კვირეული Erasmus+ DeSIRe საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის პროექტის „რბილი უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად“ ფარგლებში. პროექტში მონაწილეობენ როგორც ევროკავშირის – დრეზდენის (გერმანია) ტექნიკური უნივერსიტეტი, ლაპენრანტის (ფინეთი) ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, დუნ ლაოჰაირის ხელოვნების, დიზაინისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ირლანდია) და გრანადის…
fb-fb
ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დოქტორანტმა ანა მგელაძემ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დოქტორანტმა ანა მგელაძემ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის დოქტორანტურის საგანმანათლელო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა. ანა მგელაძის პროექტია „მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა და მათი ტექნოლოგიური კომპეტენციების განვითარება“. ასევე გამარჯვებულებს შორის არიან ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლებისა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტები. კონკურსის მიზანია…