NASA Space Apps Challenge 2024 ბრუნდება
5-6 ოქტომბერს დაიწყება ჰაკათონი NASA Space Apps Challenge 2024. NASA-ს ჰაკათონი ყოველ წელს სხვადასხვა გამოწვევას გვთავაზობს, რომლებზეც უნდა იმუშაონ მონაწილეებმა. 2024 წლის ჰაკათონის მთავარი თემაა “The Sun Touches Everything”. წლევანდელი გლობალური ჰაკათონი NASA-სა და 15 კოსმოსური სააგენტოს პარტნიორობით ხორციელდება. ღონისძიება გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე…