მიღება ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის
ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე. ვაკანტური ადგილების რაოდენობა: ბიზნესის ადმინისტრირება – 2 ვაკანტური ადგილი განათლების მეცნიერება – 3 ვაკანტური ადგილი პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2025 წლის 15 დეკემბრიდან 2026 წლის 9იანვრის ჩათვლით, 18:00 საათამდე, ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: phd_bte@iliauni.edu.ge გაითვალისწინეთ: დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველმა დოკუმენტები უნდა გამოგზავნოს ერთხელ, ერთ საქაღალდედ აკინძული, PDF ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის განაცხადი არ განიხილება; მიღებას ადასტურებს და საიდენტიფიკაციო კოდს ანიჭებს ფაკულტეტის წარმომადგენელი; რეგისტრაციისათვის გამოსაგზავნი დოკუმენტაცია: ა) სააპლიკაციო…