განათლების ადმინისტრირება
პროგრამის მიზანია მოამზადოს ზოგადი ან უმაღლესი განათლების ადმინისტრირების სფეროში კონკურენტუნარიანი პროფესიონალი, რომელიც:
- კვლევის შედეგების საფუძველზე უზრუნველყოფს განათლების პროცესების მართვას და საგანმანათლებლო პროცესების ტრანსფორმაციას;
- აღჭურვილია განათლების სექტორში ლიდერისთვის საჭირო კომპეტენციებით და მოქმედებს პროფესიული და აკადემიური ეთიკის პრინციპების დაცვით;
- დამოუკიდებლად ავითარებს საკუთარ პროფესიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
- ინტერაქტიული ლექციები და სემინარები;
- ანალიზი, სინთეზი, რეფლექსია;
- შემთხვევის ანალიზი;
- პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;
- პროექტებზე დაფუძნებული სწავლება;
- თანამშრომლობითი სწავლება;
- პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება;
- შებრუნებული საკლასო ოთახი;
- სიტუაციური სიმულაციები;
კურსდამთავრებული:
- იყენებს ეფექტიანი ლიდერობისა და ცვლილების მართვის პრინციპებს კომპლექსურ და დინამიურ გარემოში საგანამანათებლო ორგანიზაციის გამართული ფუნქციონირებისა და განვითარების ხელშესაწყობად;
- გეგმავს და აფასებს სტუდენტზე/მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს სწავლა-სწავლების თეორიების, კურიკულუმის განვითარებისა და შეფასების თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით;
- კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს არსებულ თეორიებსა და კვლევებს, რომლებიც შეეხება განათლების ადმინისტრირების და ლიდერობის საკითხებს, განათლების სფეროს განვითარების თანამედროვე ტენდენციებს და იყენებს მას საგანმანათლებლო ორგანიზაციის გამოწვევებისა და მიზნების საპასუხოდ;
- თეორიაზე დაყრდნობით და შესაბამისი კვლევის მეთოდების გამოყენებით, ატარებს კვლევას კვლევის ეთიკის ნორმების დაცვით;
- ორგანიზაციული და საგანმანათლებლო პროცესების მართვისას ეფექტურად იყენებს ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის სტრატეგიებსა და თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს;
- წარმართავს საკუთარ აკადემიურ და პროფესიულ საქმიანობას აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებისა და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით;
- საკუთარი აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, შეიმუშავებს პროფესიული განვითარების გეგმას;
სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები შესაძლებელია, დასაქმდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და შესაბამისი პროფილის არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებში ადმინისტრაციულ პოზიციებზე. ასევე, კურსდამთავრებულებმა შესაძლებელია, სწავლა გააგრძელონ სადოქტორო საფეხურზე.
განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს:
- სავალდებულო კურსები – 42 კრედიტი:
- საერთო სავალდებულო კურსები ზოგადი და უმაღლესი განათლების ადმინისტრირების მიმართულებისთვის – 30 კრედიტი;
- სავალდებულო კურსების ბლოკი – ზოგადი განათლების ადმინიტრირების მიმართულებისთვის – 12 კრედიტი;
- სავალდებულო კურსების ბლოკი – უმაღლესი განათლების ადმინიტრირების მიმართულებისთვის – 12 კრედიტი
- სავალდებულო–არჩევითი კურსების ბლოკი 24 კრედიტი:
- სავალდებულო-არჩევითი (საერთო ზოგადი და უმაღლესი განათლების ადმინისტრირების მიმართულებისთვის) 6 კრედიტი;
- სავალდებულო-არჩევითი კურსების ბლოკი ზოგადი განათლების ადმინისტრირების მიმართულებისთვის (18 კრედიტი);
- სავალდებულო-არჩევითი კურსების ბლოკი უმაღლესი განათლების ადმინისტრირების მიმართულებისთვის (18 კრედიტი)
- არჩევითი კურსების ბლოკი ზოგადი და უმაღლესი განათლების ადმინისტრირების მიმართულებისთვის – 12 კრედიტი
შენიშვნა: არჩევითი კურსების ბლოკის ფარგლებში (12 კრედიტი) სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა აირჩიოს როგორც მოცემულ ბლოკში, ასევე პროგრამის სხვა ბლოკისა და უნივერსიტეტის ფარგლებში, სხვა სამაგისტრო პროგრამებში შეთავაზებული კურსები.
- პრაქტიკისა და კვლევის ბლოკი ზოგადი და უმაღლესი განათლების ადმინისტრირების მიმართულებისთვის – 42 კრედიტი
პროგრამის დასასრულს სტუდენტმა უნდა წარმოადგენოს შემაჯამებელი პორტფოლიო. შემაჯამებელ პორტფოლიოში უნდა შედიოდეს პროგრამის ფარგლებში მის მიერ შექმნილი საუკეთესო ნაშრომები, რომლებიც ადასტურებენ პროგრამის სწავლის შედეგებით განსაზღვრულ კომპეტენციებს. შემაჯამებელი პორტფოლიოს კომპონენტში სტუდენტის შეფასების ფორმაა „ჩათვლა“. კურსდამთავრებულს პროგრამა დასრულებულად ჩაეთვლება შემაჯამებელი პორტფოლიოს დადებითად შეფასების შემთხვევაში.
შენიშვნა: პორტფოლიოს შესახებ დეტალური აღწერა იხილეთ პრაქტიკის აღწერის დოკუმენტში.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე: “განათლების ადმინისტრირება” მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე.
პროგრამაზე დაიშვებიან აპლიკანტები, რომელთაც მოპოვებული აქვთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ნებისმიერ სფეროში და ფლობენ ინგლისურ ენას (კითხვის უნარს) მინიმუმ B2 დონეზე. ინგლისური ენის კომპეტენციის დასადასტურებლად, კანდიდატმა უნდა ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ ადმინისტრირებული გამოცდა ან წარმოადგინოს ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე დოკუმენტი:
ა) ოფიციალური საერთაშორისო აღიარების მქონე ენის სერტიფიკატი, რომელიც აჩვენებს Common European Framework of Reference (CEFR)-ის მიხედვით B2 ან უფრო მაღალ დონეს):
- კემბრიჯის გამოცდები: Cambridge English Scale – 160-180; IELTS – Bands 5.5, Cambridge
- First, FCE, BEC Vantage, ILEC – Pass with B2; Aptis Test;
- Pearson Tests: PTE General, Level 3; PTE Academic 59-75;
- TOEFL iBT 72;
- EF SET: 51-60;
- Duolingo: 90-115;
ბ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი – Certus;
გ) ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი.
აპლიკანტმა ასევე უნდა ჩააბაროს შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდა, სადაც ის ფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- განათლების აქტუალურ საკითხებზე მსჯელობა;
- აკადემიური და პროფესიული ინტერესების შესახებ მსჯელობა;
- აკადემიური ინტერესების პროგრამის სპეციფიკასთან თანხვედრა;
- კომუნიკაციის უნარი;
- დარგში მუშაობის გამოცდილება / დარგობრივ აქტივობებში მონაწილეობა
შენიშვნა:
პროგრამაზე მიღების პირობები, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების მოთხოვნები და შეფასების სისტემა განთავსებულია უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
E 402 ოთახი, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
☏ (+995 32) 2 22 00 09 (180)