განათლების ადმინისტრირება
მოკლე აღწერა:
პროგრამა მოიცავს ორ მიმართულებას: სკოლის ადმინისტრირებას, სადაც სწავლების ენაა ქართული, და უმაღლესი განათლების ადმინისტრირებას, სადაც სწავლება მიმდინარეობს ქართულ და ინგლისურ ენებზე. პროგრამის ძირითადი ნაწილი შექმნილია კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ, ხოლო უმაღლესი განათლების მოდული, ევროპის უნივერსიტეტების პროფესორების ჩართულობით – Tempus-ის პროექტის ფარგლებში.
პროგრამის მიზნები:
პროგრამის მიზანია ზოგადი და უმაღლესი განათლების ადმინისტრატორების მომზადება, რომლებიც შეძლებენ მონაწილეობას:
- სასკოლო და უმაღლესი განათლების სისტემის მართვაში;
- საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკის ეფექტურობის უზრუნველყოფაში.
კურსდამთავრებულს შეეძლება:
- გააგრძელოს სწავლა და კვლევითი მუშაობა დოქტორანტურაში;
- იმუშაოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ინსტიტუტის მენეჯერულ პოზიციაზე;
- იმუშაოს საჯარო და კერძო სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში;
- იმუშაოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და მასზე დაქვემდებარებულ სააგენტოებში;
- იმუშაოს განათლების საკითხებით დაინტერესებულ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
მისაღები ადგილების რაოდენობა: 55 ვაკანტური ადგილი
საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი:
გასაუბრება/პორტფოლიო – სკოლის/ზოგადი განათლების ადმინისტრირება
გასაუბრება/პორტფოლიო – უმაღლესი განათლების ადმინისტრირება
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: განათლების ადმინისტრირების მაგისტრი
სწავლის საფასური
2019 წლისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე 1 წლის სწავლის საფასური 2250 ლარია*.
სწავლაში თქვენ მიერ გადასახდელი თანხის მოცულობა დამოკიდებულია სახელმწიფო გრანტის მოცულობაზე, რომელსაც მიიღებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
გადახდის გრაფიკი
სტუდენტების ხელშეწყობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლიდან მოქმედებს სწავლის საფასურის გადახდის სტუდენტზე მორგებული ინდივიდუალური გრაფიკის სისტემა.
სწავლის დაწყებამდე, უნივერსიტეტი სტუდენტთან აფორმებს სასწავლო ხელშეკრულებას, რომელში სტუდენტი თავად ირჩევს სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკის სასურველ ვარიანტს.
2019-2020 სასწავლო წელს ჩარიცხულ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება სწავლის წლიუი საფასური გადაიხადოს:
- სრულად, ორ ნაწილად, ოთხ ნაწილად, ექვს ნაწილად ან ათ ნაწილად.
სწავლის დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობები
- საუნივერსიტეტო სტიპენდია წარმატებულ აბიტურიენტებს
- სახელმწიფო სტიპენდია ილიაუნის სტუდენტებს
- შიდასაუნივერსიტეტო დასაქმების პროგრამა
*გარდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამებისა (ელექტრული ინჟინერია; სამოქალაქო ინჟინერია)
საკონტაქტო ინფორმაცია:
E 402 ოთახი, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5
☏ (+995 32) 2 22 00 09 (180)
✉ bte@iliauni.edu.ge