დაწყებითი სკოლის პედაგოგიკა და სკოლამდელი აღზრდა – BTE

განათლების სკოლა

საბაკალავრო პროგრამები

დაწყებითი სკოლის პედაგოგიკა და სკოლამდელი აღზრდა

პროგრამის მიზანი:
პროგრამის მიზანია, მოამზადოს დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი, რომელიც შეძლებს სკოლის მოსწავლეებს დაწყებით საფეხურზე, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ასწავლოს ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება და დამატებით ერთი საგანი.

სწავლების მეთოდოლოგია:
ლექცია, დისკუსია, ჯგუფური და დამოუკიდებელი სამუშაოები, პრეზენტაცია, გამოკითხვა, საშინაო დავალება, დისტანციური (ელექტრონული) სწავლება, პედაგოგიური პრაქტიკა.

კერძო და საჯარო სკოლები, სასწავლო ცენტრები.

დაწყებითი სკოლის პედაგოგიკისა სკოლამდელი აღზრდის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მისაღებად უნდა დააგროვო, ჯამში, 240 კრედიტი;
გარდა ძირითადი სპეციალობისა (Major), ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას, აირჩიო დამატებითი სპეციალობა (Minor) ან თავისუფალი კრედიტები.
დაწყებითი სკოლის პედაგოგიკისა სკოლამდელი აღზრდის პროგრამის ფარგლებში, უნდა გაიარო საუნივერსიტეტო საბაზო მოდულით გათვალისწინებული კურსები (60 კრედიტი), ძირითადი (major) სპეციალობის პროგრამით გათვალისწინებული კურსები (120 კრედიტი) და დამატებითი სპეციალობის კურსები ან თავისუფალი კრედიტები (60 კრედიტი).

კურსების_კატალოგი_2017-2018_სასწავლო_წელს_ჩარიცხულთათვის

კურსების_კატალოგი_2015_2016_სასწავლო_წლიდან

მოდულის სახელწოდება  ECTS კრედიტი

საუნივერსიტეტო საბაზო მოდული

60 კრედიტი

ძირითადი (major) პროგრამა

120 კრედიტი
დამატებითი (minor) პროგრამა ან
თავისუფალი კრედიტი (არჩევითი კურსები)
60 კრედიტი
ჩასაბარებელი გამოცდები წონა
ქართული ენა და ლიტერატურა 3
ზოგადი უნარები 6
უცხო ენა 1
მათემატიკა/ისტორია/გეოგრაფია/ლიტერატურა/ფიზიკა/ქიმია/ბიოლოგია/სამოქალაქო განათლება/ხელოვნება 6

სწავლის საფასური

2019 წლისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე 1 წლის სწავლის საფასური 2250 ლარია*.

სწავლაში თქვენ მიერ გადასახდელი თანხის მოცულობა დამოკიდებულია სახელმწიფო გრანტის მოცულობაზე, რომელსაც მიიღებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

გადახდის  გრაფიკი

სტუდენტების ხელშეწყობის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლიდან მოქმედებს სწავლის საფასურის გადახდის სტუდენტზე მორგებული ინდივიდუალური გრაფიკის სისტემა.

სწავლის დაწყებამდე, უნივერსიტეტი სტუდენტთან აფორმებს სასწავლო ხელშეკრულებას, რომელში სტუდენტი თავად ირჩევს სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკის სასურველ ვარიანტს.

2019-2020 სასწავლო წელს ჩარიცხულ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება სწავლის წლიუი საფასური გადაიხადოს:

  • სრულად, ორ ნაწილად, ოთხ ნაწილად, ექვს ნაწილად ან ათ ნაწილად.

სწავლის დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობები

  • საუნივერსიტეტო სტიპენდია წარმატებულ აბიტურიენტებს
  • სახელმწიფო სტიპენდია ილიაუნის სტუდენტებს
  • შიდასაუნივერსიტეტო დასაქმების პროგრამა

*გარდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკრედიტაციის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამებისა (ელექტრული ინჟინერია; სამოქალაქო ინჟინერია)

1000-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს მიიღებ, თუ:

  • ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაზე და 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულებით იქნები ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო 100 აბიტურიენტს შორის;
  • ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2019 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება;
  • ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2019 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება;
  • ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2019 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება;
  • ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში და აღნიშნულ ფაკულტეტზე 2019 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს შორის ყველაზე მაღალი ქულა გექნება.

E 402 ოთახი, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5
☏ (+995 32) 2 22 00 09 (180)
✉ bte@iliauni.edu.ge

Share on :

სადოქტორო პროგრამების სტანდარტი
დამატებითი სპეციალობა (მაინორი)
?>
Loading please wait....