მათემატიკა
სადოქტორო პროგრამის სახელწოდება: მათემატიკა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მათემატიკის დოქტორი /PhD in Mathematics
სწავლების ენა: ქართული
პროგრამის ხანგრძლივობა/მოცულობა (სემესტრი, კრედიტების რაოდენობა): 3-5წელი (6-10 სემესტრი) – 48 კრედიტი
სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მათემატიკაში;
- სადოქტორო კვლევითი განაცხადი;
- წარმატებით ჩაბარებული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან მინიმუმ B2 დონეზე ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი;
- ზეპირი გამოცდა.
დეტალური ინფორმაცია პროგრამაზე მიღების პირობებისა და კრიტერიუმების შესახებ მოცემულია დოკუმენტში „სადოქტორო პროგრამაზე მიღების პროცედურები და შეფასების სისტემა“. მიღების შესახებ ინფორმაცია თავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.iliauni.edu.ge
მათემატიკის სადოქტორო პროგრამის მიზანია ახალი თაობის მკვლევარების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ალგებრის, გეომეტრიის, ტოპოლოგიის, დიფერენციალური განტოლებების, მათემატიკური ფიზიკისა და უწყვეტ გარემოთა მექანიკის მიმართულებებიდან ერთ-ერთის ფუნდამენტური ან ინტერდისციპლინური პრობლემების ინოვაციურ კვლევას მათემატიკის უახლესი მეთოდოლოგიის გამოყენებით და შექმნილი ახალი ცოდნის ვალიდაციას საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად ჟურნალებში პუბლიკაციის გზით.
სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მათემატიკაში;
- სადოქტორო კვლევითი განაცხადი;
- წარმატებით ჩაბარებული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან მინიმუმ B2 დონეზე ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი;
- ზეპირი გამოცდა.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, შესაბამისი პროფილის კვლევითი ინსტიტუტები/ცენტრები/ლაბორატორიები.
მათემატიკის სადოქტორო პროგრამა აერთიანებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის ექვსი მიმართულებით (ალგებრა, გეომეტრია, ტოპოლოგია, დიფერენციალური განტოლებები, მათემატიკური ფიზიკა და უწყვეტ გარემოთა მექანიკა) მიმდინარე კვლევებსა და მკვლევარებს.
სადოქტორო პროგრამაზე სწავლის განმავლობაში დოქტორანტმა უნდა დააგროვოს 48 კრედიტი, გამოაქვეყნოს 2 სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში და დაიცვას სადოქტორო ნაშრომი.
სწავლებისას გამოიყენება შემდეგი მეთოდები: ლექცია, სემინარი, პრაქტიკული მუშაობის მეთოდი, სუპერვიზია, რეფლექსია და სხვა.
პროგრამის თითოეული კომპონენტის სილაბუსებში/კონცეფციებში მითითებულია სწავლების შესაბამისი მეთოდები.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს აქვს:
- მათემატიკის ერთ-ერთი მიმართულების (ალგებრა, გეომეტრია, ტოპოლოგია, დიფერენციალური განტოლებები, მათემატიკური ფიზიკისა და უწყვეტ გარემოთა მექანიკა) ფარგლებში ცოდნის გაფართოების უნარი ფუნდამენტური ან ინტერდისციპლინური პრობლემების გადაჭრის მიზნით ინოვაციური კვლევების დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების გზით.
- მათემატიკის სფეროში ახალი ცოდნის გავრცელების უნარი საერთაშორისო რეფერირებადი პუბლიკაციების საშუალებით.
- ცოდნის ტრანსფერის უნარი სააუდიტორიო სწავლების პროცესში.
- სამეცნიერო კომუნიკაციის უნარი აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმების დაცვით.
- უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნიდან გამომდინარე ახალი იდეების შექმნისა და კვლევის შემდგომი პროცესების განვითარების უნარები.
ანა კვარაცხელია
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტექნოლოგიის სკოლა
ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, თბილისი 0162
T კორპუსი, T207
☏ (+995 32) 222 00 09 (358)
✉ ana.kvaratskhelia@iliauni.edu.ge
გვანცა ლორთქიფანიძე
კოორდინატორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტექნოლოგიის სკოლა
ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5,T კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (138)
✉ gvantsa.lortkipanidze@iliauni.edu.ge