ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ავსტრია) ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს სთავაზობს ორმაგი ხარისხის მოპოვების შესაძლებლობას.

ორმაგი ხარისხის პროგრამის ფარგლებში მისანიჭებელი კვალიფიკაციები:

  • Master of Business Administration

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • Master of Arts in International Business

ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი

ავსტრიული პროგრამის სპეციალიზაცია:

  • მარკეტინგი და მომხმარებელთან ურთიერთობები

სტრუქტურა:

  • I, III, IV სემესტრი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • II სემესტრი (თებერვალი 2022-ივნისი 2022) – ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი 

დაფინანსება:

თანამშრომლობის ფარგლებში ერაზმუს + პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება (მგზავრობა, სტიპენდია) კანდიდატების ერთსემესტრიანი მობილობა (5 თვე) ავსტრიულ უნივერსიტეტში. მგზავრობისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 360, ხოლო თვიური სტიპენდია – 850 ევროს.

წინაპირობები:

ორმაგი კვალიფიკაციის მოსაპოვებლად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ვალდებულია:

  • ფლობდეს ბაკალავრის ხარისხს და დაგროვებული ჰქონდეს კრედიტები შემდეგ სასწავლო დარგებში:
  • მენეჯმენტი/ბიზნესის ადმინისტრირება/ეკონომიკა (14 ECTS);
  • იურიდიული/სამართლებრივი მეცნიერებები (6 ECTS);
  • ინგლისური ენა (8 ECTS) ან ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (C1).
    • ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში გაატაროს სწავლის მეორე სემესტრი და დააგროვოს 28 კრედიტი, რაც აღიარებული იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მიერ ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მოთხოვნათა დაკმაყოფილებად;
    • გაიაროს ორი საერთაშორისო კომუნიკაციის კურსი (10 ECTS), მათ შორის ერთი ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში (4 ECTS), ხოლო მეორე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (6 ECTS).*

*შენიშვნა: ზემოაღნიშნული საერთაშორისო კომუნიკაციის კურსები არ შედის პროგრამულ 120 კრედიტში და განსაზღვრულია, როგორც კურიკულუმს გარეთ შეთავაზებული სასწავლო კომპონენტები. თუმცა მათი გავლა სავალდებულოა ორმაგი კვალიფიკაციის მისაღებად.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, 8 ნოემბრამდე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

სააპლიკაციო ფორმა დაიხურება 8 ნოემბერს, 18:00 საათზე.

სააპლიკაციო ფორმაში ასატვირთი დოკუმენტები:

  • პასპორტის/ID ბარათის ასლი
  • ინგლისური ენის C1 დონის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი
  • ბოლოს მიღებული უმაღლესი განათლების საფეხურის დიპლომი დანართითურთ (ინგლისურ ენაზე)
  • რეზიუმე (EUROPASS ფორმატით)
  • სამოტივაციო წერილი
  • ლექტორის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი
  • ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

*(ქართულენოვანი დოკუმენტები უნდა ითარგმნოს ინგლისურ ენაზე და დამოწმდეს ნოტარიულად. ყველა დოკუმენტი უნდა მომზადდეს PDF ფორმატში)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

  • კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა პირველ სემესტრში არ უნდა გაიარონ კურსი Leadership;
  • იმ კანდიდატებს, რომელთაც არ აქვთ ინგლისური ენის C1 დონის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი (კურსის გავლის დამადასტურებელი ცნობა მინ. 8 კრედიტით, ან საერთაშორისო სერტიფიკატი, ან ილიაუნის ინსტიტუციურ ტესტში მიღებული შეფასება 6.5-დან ზევით), შევთავაზებთ დამატებით გამოცდას.

ვისაც სურს დამატებით ჩააბაროს ინგლისური ენის ტესტი გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი ინტერესი ელფოსტით (tamar.khundadze@iliauni.edu.ge22 ოქტომბრამდე.

შერჩევის პროცედურა:

  1. სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  2. ინტერვიუ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი / ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი
  3. ნომინირება – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  4. საბოლოო შერჩევა – ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ადმინისტრირების წესი და პროცედურები იხილეთ ვებგვერდზე: https://bit.ly/2Z1FXtu

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ: tamar.khundadze@iliauni.edu.ge

გისურვებთ წარმატებას!