ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის ასოცირებული პროფესორის, ია კუპატაძისა და ასისტენტ-პროფესორ ნანა ზაზანაშვილის საჯარო ლექციები
5 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის ასოცირებული პროფესორი ია კუპატაძე და ასისტენტ-პროფესორი ნანა ზაზანაშვილი წაიკითხავენ საჯარო მოხსენებებს. 17:00 საათი – „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე – პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს წარდგენა“ ტექნოლოგიის სკოლის ასოცირებული პროფესორი ია კუპატაძე სემინარზე წარმოდგენილი იქნება პროექტის „თბილისი, როგორც ურბანული თანაკვეთის სივრცე“…