12 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის განათლების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი რუსუდან ჭანტურია დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მასწავლებლების დამოკიდებულებები ინკლუზიური განათლების მიმართ საქართველოში“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი − თინათინ ჭინჭარაული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 12 დეკემბერი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.