17 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ტექნოლოგიის სკოლის მათემატიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ნათია საზანდრიშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ამოზნექილ სიმრავლეთა სისტემისათვის გეომეტრიული ექსტრემალური ამოცანების ტოპოლოგიური გამოკვლევა“.

ნაშრომში განხილულია ოპტიმალური მაკავშირებელი ციკლები კონცენტრული წრეწირებისთვის. არათანამკვეთი წრეწირების შემთხვევისთვის შესწავლილია მინიმალური მაკავშირებელი ციკლის ამოცანა და მორსის თეორია პერიმეტრის ფუნქციისთვის. მსგავსი პრობლემები შესწავლილია მაკავშირებელი ციკლის ორიენტირებული ფართობისთვის. დოქტორანტი ასევე განიხილავს ფეინმანის მაშველის ამოცანის სახელწოდებით ცნობილ პრობლემას და მოჰყავს ამოცანის ანალიზური ამოხსნა, კერძო შემთხვევები. ნაშრომში ამოხსნილია ამოცანა იზოქრონების ტერმინებში, დადგენილია სამაშველო დიაპაზონი და გადარჩენის არეები სხვადასხვა სიტუაციაში.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 17 დეკემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5

დასწრება თავისუფალია.