„საინვესტიციო გარემო საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ”
სტარტაპი რომ წამოიწყოთ ან განავითაროთ, არ უნდა გამოტოვოთ შეხვედრა, რომელიც 29 იანვარს ილიაუნიში გაიმართება. „გლობალაიზის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სალომე კუკავა და „აქსელის“ მმართველი დირექტორი ირო ცაგარეიშვილი საკუთარი კომპანიების მაგალითზე გაგაცნობენ ქართული სტარტაპებისთვის მისაწვდომ ფინანსურ შესაძლებლობებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მომხსენებლები წარმოადგენენ შემდეგ კომპანიებს: Globalize: ბიზნესსაკონსულტაციო ორგანიზაციას, რომელიც სტარტაპებსა და მეწარმეებს საერთაშორისო ბაზრების ათვისებაში ეხმარება. Axel საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელს, დაარსებულს 2021 წელს…