13 ნოემბერს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე “W.A.S.D. – ყველაფერი ვიდეოთამაშების შესახებ”.
შეხვედრა გაიმართება გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის, პრეაქსელერატორ Zoomout-ისა და Startup Grind-ის საუნივერსიტეტო წარმომადგენლობის ორგანიზებით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მე-8 წელია უერთდება გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას და მონაწილეობს გლობალური მეწარმეობის კვირეულში, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. კვირეული 170-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მისი პარტნიორია 20000-ზე მეტი ორგანიზაცია. კვირეულის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით 35 000-ზე მეტი ღონისძიება იგეგმება, რომლებშიც 10 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.
13 ნოემბრის შეხვედრის მიზანია მოწვეულ სტუმრებთან ერთად მოვისმინოთ თამაშების ინდუსტრიის მასშტაბების შესახებ, გავიგოთ მეტი თუ როგორ შეიძლება დამწყები თამაში იქცეს გლობალურ პროდუქტად.
ღონისძიებაზე მომხსენებლები ქართული და უცხოური გარემოს მაგალითზე მიმოიხილავენ, რა პროცესები მიმდინარეობს თამაშების ეკოსისტემაში, ისაუბრებენ გამოწვევებზე და გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.
მომხსენებლების შესახებ:
ლუკა კვირიკაშვილი – ქართული თამაშების კომპანიის Dasi Games-ის დამფუძნებელი. პროფესიით გეიმ დიზაინერი, წარსულში მუშაობდა Sony-ს კომპანია Guerrilla Games-ში ბრძოლის სისტემების დიზაინერად და Chimpworks Games-ში პოპულარული მობილური თამაშების პროექტების მენეჯერად.
გიორგი ჭყრუნიშვილი – თამაშების დეველოპერული სტუდიის, Animatronix-ის დამფუძნებელი. მას აქვს 5 წლამდე გამოცდილება თამაშების ინდუსტრიაში და ამჟამად ჩართულია კომპანიის შიდა და გარე მენეჯმენტში.
საშა შაფათავა – საშა ძირითადად ქართული თამაშების მწარმოებელი კომპანიასთან Happy Bat ასოცირდება, სადაც კარიერა დაიწყო, როგორც მარკეტინგის მენეჯერმა. მისი გამოცდილება მოიცავს ქართულ Gamedev სცენაზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული PR კამპანიის ჩაშვებას. დროთა განმავლობაში იგი გახდა ჯერ პროდიუსერი, ხოლო 2022 წლიდან კომპანიის CEO-ს სტატუსით გვევლინება.
შეხვედრას მოდერაციას გაუწევს: თორნიკე ანდრიაძე – Gamedev და esports ღონისძიებების (Tbilisi Digital Expo, Gamejam, Esports.ge, Launch Cups) ორგანიზატორი 10+ წლიანი გამოცდილებით, გეიმინგ მედია ჯგუფის Venatus-ის ერთ-ერთი სახე, ორგანიზაცია Gameplan-ის დამფუძნებელი, HighwayVFX-ის პროდიუსერი და ზოგჯერ იუთუბერიც.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/emGL12RMz8tMQXGc6
რეგისტრაცია სრულდება 13 ნოემბერს, 17:00 საათზე.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 13 ნოემბერი, 20:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1
2023