ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის თანამშრომელების მიერ დაფუძნებული სტარტაპი MFT, GITA – ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.
სტარტაპი MFT-MOUSE FOR TONGUE – შექმნილია შშმ პირებისთვის და შედგება ისეთი ელექტრონული კომპონენტებისგან, რომლებიც საშუალებას აძლევს ადამიანებს ენით უზრუნველყონ კურსორის მოძრაობა და აკონტროლონ ციფრული ინტერფეისები.
MFT-ის გუნდის წევრები არიან:
- გიორგი ხუციძე- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულების სტუდენტი;
- ცოტნე მაჭარაშვილი- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების სტუდენტი;
- თენგო ენდელაძე- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულების სტუდენტი;
რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება – ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
2023