საქართველოს ბანკის სტიპენდიის ფარგლებში ილიაუნი აცხადებს კონკურსს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
კონკურსი გულისხმობს 5 სტუდენტის სწავლის ერთი წლის საფასურის მთლიანად ან ნაწილობრივ დაფინანსებას. სტიპენდია ცხადდება:
- ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამებზე – 3 სტუდენტი;
- ტექნოლოგიების სკოლის სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე –1 სტუდენტი;
- ტექნოლოგიების სკოლის ელექტრული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე – 1 სტუდენტი.
სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტი უნდა იყოს:
- საქართველოს მოქალაქე;
- უნდა ჰქონდეს აქტიური სტატუსი.
- უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (91 ქულა და ზევით).
პროგრამაში მონაწილეობას ვერ შეძლებენ ის სტუდენტები, რომლებიც ფლობენ 100%-იან სასწავლო გრანტებს ან მათი სწავლის საფასური 100%-ით დაფინანსებულია რომელიმე სხვა წყაროდან.
აპლიკაციების მიღება:
დაინტერესებულ მონაწილეებს აპლიკაციების გამოგზავნა შეუძლიათ 15 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge
მეილის საგანში მითითებული უნდა იყოს „საქართველოს ბანკის სტიპენდიის საკონკურსო განაცხადი“.
აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ:
- ბიზნესის სკოლის სტუდენტებმა – ბიზნესიდეა/პროექტი, რომელიც შეძლებს დაფინანსების მოპოვებას;
- სამოქალაქო და ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროგრამების სტუდენტებმა – ესეი, რატომ აირჩიეს ეს სპეციალობა.
კონკურსის ეტაპები
პირველ ეტაპზე სტუდენტები შეირჩევიან აპლიკაციების საფუძველზე.
მეორე ეტაპი ითვალისწინებს პირველ ეტაპზე შერჩეული სტუდენტების მიერ თავიანთი პროექტის, იდეის ან ესეის პრეზენტაციას უნივერსიტეტისა და საქართველოს ბანკის წარმომადგენელთა წინაშე.
პირველი ეტაპი დასრულდება 25 ნოემბერს, მეორე – 10 დეკემბერს.
2023