3 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო ფორუმი „თბილისის პიარის დღეები – 2023“.
ღონისძიების მთავარი განსახილველი თემა იქნება „პიარი და ხელოვნური ინტელექტი”.
ფორუმის მიზანია საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს განვითარება, ხიდის შექმნა წამყვან სპეციალისტებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას შორის, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.
მოწვეული სპიკერები:
I პანელი – საერთაშორისო ნაწილი
- ნიკოლო აუგუსტო მანიკა, გიზმის უნივერსიტეტი, ბიზნესის სკოლა (ესპანეთი, მადრიდი).
- თემა: „ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული ძალა მარკეტინგში“
- მაკ მარსონი, ამბროსია ქონსალთინგის თანადამფუძნებელი (საფრანგეთი).
- თემა: „საკონსულტაციო კომპანიები და ხელოვნური ინტელექტი“
- გიორგი არველაძე, საერთაშორისო კომპანია Xtar, ბიზნესის ზრდის განვითარების ხელმძღვანელი
- თემა: „AI, როგორც ყოველდღიური პროცესების მართვის ეფექტური ხელსაწყო“
II პანელი – ქართული ნაწილი
- ნინი მოსიაშვილი, helio.ai, აღმასრულებელი დირექტორი
- თემა: „ხელოვნური ინტელექტის კომუნიკაცია – ნეირორევოლუცია“
- გიგი გიორგაძე, სქილვილი, აღმასრულებელი დირექტორი
- თემა: „სხვა არჩევანი აღარც გვაქვს”
- ირაკლი ბესელიძე, სტარტაპ CALEN AI-ის დამფუძნებელი.
- თემა: „ხელოვნური ინტელექტი ბრენდინგში“
- გიორგი (ქუცა) რუხაძე, „ქოფირაითერი“, ლექტორი.
- თემა: „ბუნებრივი ინტელექტი“
Tbilisi PR Days • თბილისის პიარის დღეები პირველი საერთაშორისო ფორუმია საქართველოს პიარის, მარკეტინგისა და ბრენდინგის სფეროში.
ფორუმი ილიაუნის სტუდენტების ინიციირებითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით მეორედ იმართება.
ფორუმზე დასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/DGK05
დასწრება შეუძლია სტრატეგიული კომუნიკაციებით – პიარით, მარკეტინგით, ბრენდინგით – დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
დრო: 3 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 (ვაკის პარკთან)
დასწრება თავისუფალია.
2023