8 ივლისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T404-406 აუდიტორიაში (უნილაბი) ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის DataArt Georgia-სა და AWS User Group Tbilisi- ის ერთობლივი ინიციატივით გაიმართება AWS Game Day Georgia.
GameDay არის შემეცნებით-გასართობი აქტივობა, რომელიც ამოწმებს AWSგადაწყვეტილებების დანერგვის უნარებს რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად. ეს არის პრაქტიკული შესაძლებლობა IT სფეროს პროფესიონალებისთვის და დამწყები სპეციალისტებისთვის, შეისწავლონ AWS-ის სერვისები, არქიტექტურის ნიმუშები, გაეცნონ საუკეთესო პრაქტიკებს და გამოიმუშაონ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები.
ღონისძიების განმავლობაში აქტივობის მონაწილეებს მიეწოდებათ ყველა საჭირო რესურსი სხვადასხვა სცენარით მუშაობისთვის.
თითოეულ გუნდს რეგისტრაციისას გადაეცემა AWS-ის ანგარიშზე წვდომისთვის საჭირო მონაცემები.
თამაშს პრეზენტაციის სახით გახსნიან Unicorn.Rentals-ის თანამშრომლები.
თითოეული გუნდი (4 წევრამდე) მიიღებს დაფას იმ ამოცანებით, რომლებიც უნდა ამოიხსნას სხვადასხვა გზით.
AWS Gameday-ზე არ არსებობს სწორი პასუხი, თითოეულ გუნდს ექნება ამოცანის ამოხსნის საკუთარი სტრატეგია, რომელიც AWS-ის ანგარიშებში წარმოდგენილი რესურსების მიხედვით უნდა შეიმუშაოს.
მონაწილეები მზად უნდა იყვნენ AWS Management Console-ში ინტენსიური მუშაობისთვის. თავიანთი ცოდნის გამოსავლენად მათ ასევე უნდა უნდა გამოიყენონ AWS-ის სერვისები. ღონისძიება მოიცავს cloud domains-ის მრავალფეროვნებას.
მონაწილეობისთვის:
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე, რის შემდეგაც გადანაწილდებით გუნდების მიხედვით.
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, რომ მეგობრებმა ერთობლივად მიიღოთ მონაწილეობა და შექმნათ თქვენი გუნდი, გთხოვთ აღნიშნულთან დაკავშირებით აცნობოთ ორგანიზატორებს.
იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეობთ გუნდთან ერთად, თითოეული წევრი უნდა დარეგისტრირდეს ინდივიდუალურად.
ორგანიზატორებს შეუძლიათ შეცვალონ გუნდის შემადგენლობა მონაწილეთა გამოცდილების დონის დასაბალანსებლად.
თამაშში მონაწილეობისთვის საჭიროა:
- AWS და მიკროსერვისების საფუძვლების ცოდნა;
- თავისუფლად ფლობდეთ ინგლისურს (თამაშის დროს კომუნიკაციისთვის);
- ლეპტოპი და ადაპტერი;
- Firefox ან Chrome.
დღის წესრიგი:
- 10:00 – 10:30 – რეგისტრაცია
- 10:30 – 10:45 – მისასალმებელი სიტყვა
- 11:00 – 17:00 – AWS Game Day კონკურსი
- 17:00 – 18:00 – ნეთვორქინგი
სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/43qH3eo
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 8 ივლისი, 10:00
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსი, T404-406 აუდიტორია (UniLab), ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
დასწრება თავისუფალია.
2023