ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე.

ფუნქცია- მოვალეობები:

  • 2023 წლის ერთიანი ეროვნული და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციისა და გამოცდების პროცესში მონაწილეობის მიზნით:
    • სარეგისტრაციო ბაზაში მონაცემების შეყვანა;
    • ონლაინ რეგისტრაციისას ატვირთული დოკუმენტაციის შემოწმება;
    • ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ასისტირება;
    • საინფორმაციო შეხვედრებისას სტუდენტთა დახმარება;
    • სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბიზნესის ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Office, Google platforms, (პრიორიტეტად ჩაითვლება სწრაფი ბეჭდვის გამოცდილება).

ქცევითი კომპეტენციები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ქართულ გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
  • დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • ეთიკურობა და კეთილსინდისიერება.

სამუშაო ადგილი: თბილისი 0162, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5;

ფაკულტეტი: ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი;

სამუშაო გრაფიკი: სრული;

სტაჟირების ხანგრძლივობა: 2023 წლის 21 აგვისტოდან 22 სექტემბრის ჩათვლით;

ანაზღაურება: 375 ლარი (დარიცხული).

აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV 2023 წლის 21 ივლისის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: bte@iliauni.edu.ge  აპლიკაციის გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სტაჟიორი.

კონკურსი წარიმართება 2 ეტაპად:

  • წარმოდგენილი საბუთების განხილვა;
  • გასაუბრება ZOOM- ის საშუალებით.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2023