ილიაუნის ასოცირებული პროფესორის, მურმან მარგველაშვილისა და ტექნოლოგიის სკოლის მოწვეული ლექტორის, დავით ჩხაიძის საჯარო ლექციები
7 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T302 აუდიტორიაში ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი და ტექნოლოგიის სკოლის მოწვეული ლექტორი დავით ჩხაიძე წაიკითხავენ საჯარო ლექციებს. 17:00 საათზე ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „მწვანე წყალბადი, მისი როლი გლობალურ ენერგეტიკულ გადასვლაში და საქართველოს პერსპექტივები“. მომხსენებელი განიხილავს მწვანე წყალბადის შესაძლო როლს კლიმატის ცვლილების…