3 ოქტომბერს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის სემინარი „მწვანე ენერგეტიკული დერეფანი ცენტრალური აზიიდან ევროკავშირამდე – ტექნიკური და პოლიტიკური ასპექტები და საქართველოს შესაძლო როლი და ინტერესები“.
სემინარს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მურმან მარგველაშვილი, რომელიც სამსჯელოდ გამოიტანს ახალი ანალიზის შედეგებს, განიხილავს ინსტიტუტის მიმდინარე პროექტებსა და ინიციატივებს საშუალოვადიან პერსპექტივაში, რომლებიც ემსახურება ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ხოლო საშუალო გრძელვადიან პერსპექტივაში ცენტრალური აზიიდან და კავკასიიდან ევროკავშირში მწვანე ელექტროენერგიის, წყალბადისა და ამიაკის ექსპორტით ხელს შეუწყობს მწვანე გარდაქმნასა და კლიმატური მიზნების შესრულებას.
საუბარი შეეხება პროექტების შესაძლო ვარიანტებს, მათ ხელშემწყობ და ხელშემშლელ რეგიონულ და საერთაშორისო ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავს მწვანე ენერგეტიკული დერეფნის საბოლოო სახესა და მის მნიშვნელობას, ასევე ამ პროცესში საქართველოს შესაძლო როლსა და ინტერესებს.
მნიშვნელოვანი დრო დაეთმობა დისკუსიასა და სპეციალისტთა მოსაზრებებს.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 3 ოქტომბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2024