ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეაქსელერატორ Zoomout-ის მენეჯერი თინი მამუჩაშვილი საქართველოდან Women Techmakers-ის (WTM) ელჩად დაასახელეს.
Women Techmakers (WTM) არის Google-ის გლობალური ინიციატივა, რომლის მთავარი მიზანია ქალების ტექნოლოგიებში გაძლიერება საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობითა და მხარდამჭერი საზოგადოების ჩამოყალიბებით. ამჟამად WTM-ში 190 სხვადასხვა ქვეყნის -200000-ზე მეტი ქალია გაერთიანებული.
თინი მამუჩაშვილი WTM-ის ელჩის სტატუსით აქტიურად შეუწყობს ხელს ტექნოლოგიებითა და მეწარმეობით დაინტერესებული ქალების ხელმისაწვდომობას სხვადასხვა შესაძლებლობაზე.
2024