ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა აცხადებს სტუდენტურ კომუნიკაციათა მოხალისეების მესამე ნაკადის მიღებას.

სტუდენტ-ამბასადორთა პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდების კომუნიკაციის, ორგანიზაციული და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. სტუდენტებს შეუძლიათ გახდნენ სტუდენტ-ამბასადორები და აქტიურად ჩაერთონ სკოლის სტუდენტურ ცხოვრებაში.

მონაწილეობის წინაპირობები:

  • აპლიკანტი უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტი და ფლობდეს აქტიურ სტატუსს;
  • უნდა ჰქონდეს დაგროვებული მინიმუმ 60 კრედიტი;
  • აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა უნდა იყოს არანაკლებ 81 ქულისა.

რეგისტრაციის ვადები: 4 ივლისიდან 29 სექტემბრის ჩათვლით

რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/Se1J1PvFdmkXAkrz6

პროგრამის მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და ჩაერთვებიან ტექნოლოგიის სკოლის სხვადასხვა სტუდენტურ აქტივობაში.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე:https://bit.ly/4eHsWrK