პროექტი METEOR (Methodologies for Teamworking in Eco-outwards Research) დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს იწვევს საერთაშორისო აკადემიურ პროგრამაში მონაწილეობისთვის.
Horizon Europe-ის დაფინანსებული ინიციატივა METEOR მიზნად ისახავს კარიერის დასაწყისში დოქტორანტებისა და მკვლევრებისთვის ტრანსფერული უნარების – მათ შორის გუნდური მუშაობის, თანამშრომლობის, კვლევითი პროექტების მართვისა და სამეცნიერო კომუნიკაციის – განვითარებას.
პროექტის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების აკადემია, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენლებს და სთავაზობს 12-15-თვიან თანამშრომლობას კვლევითი და ინოვაციური იდეების გენერირებისა და განვითარებისთვის. მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება პროექტისთვის სპეციალურად შემუშავებული სასწავლო რესურსები.
მონაწილეობა შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატით:
- სრული პროგრამის PMG ფარგლებში – თანამშრომლობით მენტორულ ჯგუფებთან (Peer Mentoring Groups), რომლებშიც 5-7-წევრიანი ჯგუფები იმუშავებენ მენტორის ხელმძღვანელობით. ჯგუფები ონლაინ ითანამშრომლებენ, შემდეგ კი დაესწრებიან სხვადასხვა აკადემიას, რომლებიც 2026 და 2027 წლებში იგეგმება.
მგზავრობისა და განთავსების ხარჯებს სრულად დაფარავს METEOR-ის პროექტი. - PMG-ებში მონაწილეობის ალტერნატიული ვარიანტი – აკადემიაში ადგილზე დასწრების გარეშე. პროექტის წინადადებებზე იმუშავებენ ონლაინ.
- სასწავლო ონლაინრესურსებზე წვდომა – PMG-ში მონაწილეობის გარეშე ან პროექტის შემუშავების პროცესში.
აკადემია ორ ეტაპად ჩატარდება. სესიაში საშუალოდ 50-60 მონაწილეს უმასპინძლებს. მონაწილენი იცხოვრებენ მასპინძელ უნივერსიტეტებში, მგზავრობის ხარჯებს მონაწილეთა უნივერსიტეტი დაფარავს METEOR-ის ბიუჯეტიდან.
პირველი ეტაპი 2026 წლის დასაწყისში ხუთ მასპინძელ ორგანიზაციაში ჩატარდება:
- როსკილდის უნივერსიტეტი, დანია − 12-16 იანვარი
- იუვასკილის უნივერსიტეტი, ფინეთი − 19-23 იანვარი
- ჰაჩეტეპის უნივერსიტეტი, თურქეთი − 26-30 იანვარი
- ევროპის უნივერსიტეტი, კვიპროსი − 2-6 თებერვალი
- CEEI ბურგოსი, ესპანეთი − 9-13 თებერვალი
PMG-ები 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში ონლაინ შეიქმნება, რის შემდეგაც სტუდენტები აკადემიებში განაწილდებიან. აღნიშნული უნივერსიტეტები უზრუნველყოფს როგორც ნეთვორქინგს, ასევე კვლევითი იდეების გენერირებისა და თანამშრომლობის საწყის ეტაპებს.
დაინტერესებულმა დოქტორანტებმა და ახალგაზრდა მკვლევრებმა არაუგვიანეს 15 აგვისტოსი უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა:
დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე: www.meteorhorizon.eu
2025