აპლიკანტებისთვის გამოცდების შედეგების ნახვა შესაძლებელია სარეგისტრაციო ნომრის საშუალებით.

მნიშვნელოვანი თარიღები:

  1. საპრეტენზიო განცხადება  აპლიკანტებმა შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით საპრეტენზიო განცხადებები უნდა გაგზავნონ 2025 წლის 11 სექტემბრის 18:00 საათამდე შემდეგ ელფოსტაზე: bt*@*********du.ge (საპრეტენზიო განაცხადის ფორმა იხ. დანართი N2).
  2. განმეორებითი გამოცდა – სააპელაციო განცხადებების საფუძველზე განმეორებითი გამოცდა ჩატარდება 2025 წლის 15 სექტემბერს.
  3. რეიტინგული სიები  აპლიკანტთა რეიტინგული სიები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები), გამოქვეყნდება 2025 წლის 17 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ სარეგისტრაციო ნომრის მითითებით.
  4. ხელშეკრულების გაფორმება:

აპლიკანტებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება შემდეგი გრაფიკით:

ა) ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2025 წლის 19-20 სექტემბერს.

ბ) სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2025 წლის 22 სექტემბრის 15:00 საათამდე.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: (+995 32) 222 00 09