გთავაზობთ მასწავლებლის მომზადების საგანამანათლებლო პროგრამების (60 კრედიტიანი) სააპელაციო განცხადებების საფუძველზე ჩანიშნული განმეორებითი გამოცდის განრიგს.
განმეორებითი გასაუბრების განრიგი
შეგახსენებთ შემდეგ მნიშვნელოვან თარიღებს:
- სააპელაციო განცხადებების საფუძველზე განმეორებითი გამოცდა შედგება 2025 წლის 15 სექტემბერს.
- აპლიკანტთა რეიტინგული სიები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები), მხოლოდ სარეგისტრაციო ნომრის მითითებით გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2025 წლის 17 სექტემბერს.
- აპლიკანტებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება შემდეგი გრაფიკით:
ა) ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2025 წლის 19-20 სექტემბერი.
ბ) სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2025 წლის 22 სექტემბერი 15:00 საათამდე.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: (+995 32) 222 00 09.