აპლიკანტმა თავისი შედეგი უნდა იხილოს თავისი სარეგისტრაციო ნომრით.
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური)
- გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)
- ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- ქართული, როგორც მეორე/უცხო ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- მუსიკა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- კომპიუტერული ტექნოლოგიები (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური)
- დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება − I-IV კლასები)
- სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
მნიშვნელოვანი თარიღები:
აპლიკანტებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება შემდეგი გრაფიკით:
ა) ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 19-20 სექტემბერი.
ბ) სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 22 სექტემბერი 15:00 საათამდე.
აპლიკანტმა ხელშეკრულების გაფორმების დროს თან უნდა იქონიოს:
- ა) პირადობის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
- ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ბაკალავრის/მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი; უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
- გ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის/ბარათის ასლი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
- დ) 3/4-ზე ელექტრონული ფოტოსურათი (პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი ფოტოსურათი);
- ე) მასწავლებლის კომპეტენციის დამატასტურებელი ცნობა საგნის ჩაბარების შესახებ.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: (+995 32) 222 00 09.