18 ოქტომბერს , 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსში გაიმართება ტექნოლოგიური საზოგადოების მიერ ორგანიზებული ღონისძიება AWS Community Day Georgia 2025.
AWS-ის საზოგადოების ლიდერების, სპიკერებისა და მოხალისეების ხელმძღვანელობით გაიმართება დისკუსიები და პრაქტიკული ვორკშოპები.
შეხვედრის მიზანია AWS-ის სერვისების შესახებ ცოდნის გაზიარება, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების გაერთიანება.
AWS Community Day Georgia 2025 განსაკუთრებული შესაძლებლობაა დეველოპერებისთვის, სტუდენტებისა და AWS-ის მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციების გაცნობა, ცოდნის გაღრმავება და სფეროს პროფესიონალებთან კავშირის დამყარება.
მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ მენტორობის პროგრამაში (Peer Group Mentoring), რომლის ფარგლებში მცირე ჯგუფები (2-15 მონაწილე) გამოცდილი მენტორების ხელმძღვანელობით იმსჯელებენ ტექნიკურ, საზოგადოებრივ და კარიერულ საკითხებზე.
რეგისტრაციის ბმულები:
Peer Group Mentoring: https://shorturl.at/lIM3X
Workshop: https://shorturl.at/71ec2
მონაწილეობა უფასოა.
დეტალური პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://iliauni.edu.ge/uploads/other/90/90316.pdf
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 18 ოქტომბერი, 10:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
2025