ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს გარე მობილობას ამ წესით ჩარიცხვის მსურველთათვის ტექნოლოგიების სკოლის შემდეგ საბაკალავრო საგანმანთლებლო პროგრამებზე: კომპიუტერული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა), კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო), კომპიუტერული მეცნიერება (ძირითადი სპეციალობა), ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა), სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა), სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი).

შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრება ჩატარდება 16 სექტემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T206 ოთახში (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N45).

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა (ძირითადი სპეციალობა)“ –ჩარიცხვის მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს შემოქმედებითი ტური. ტურზე რეგისტრაცია იწარმოებს 2026 წლის 10-დან 24 აგვისტოს ჩათვლით. რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული.

დამატებითი ინფორმაცია შემოქმედებითი ტურის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 19 აგვისტომდე.

სამაგისტრო საგანმანთლებლო პროგრამა „თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები“ – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება წერით და ზეპირ ფორმატში 16 სექტემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T403 ოთახში (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N45).

სამაგისტრო საგანმანთლებლო პროგრამა „პროგრამული ინჟინერია“ – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება წერით 16 სექტემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T401 ოთახში (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N45). სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების პირობები და შეფასების სისტემა იხილეთ ბმულზე. ამასთან, აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება (მინიმუმ B2 დონე). ენის ფლობა შეიძლება დადასტურდეს პროგრამის ფარგლებში აღიარებული საერთაშორისო სერტიფიკატით ან უნდა შეამოწმოს უნივერსიტეტის ენების ცენტრმა.
ინფორმაცია ენის გამოცდის შესახებ განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 11 სექტემბრის შემდეგ.

სამაგისტრო საგანმანთლებლო პროგრამა „თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება“ – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა მოიცავს პორტფოლიოს წარდგენას და ზეპირ გამოცდას. გამოცდა ჩატარდება 16 სექტემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H105 ოთახში (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N45). შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის პირობები და შეფასების სისტემა იხილეთ ბმულზე. ამასთან, აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება (მინიმუმ B2 დონე). ენის ფლობა შეიძლება დადასტურდეს პროგრამის ფარგლებში აღიარებული საერთაშორისო სერტიფიკატით ან შეამოწმოს უნივერსიტეტის ენების ცენტრმა.

ინფორმაცია ინგლისური ენის გამოცდის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება 11 სექტემბრის შემდეგ.

 

2026