1 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის შემოქმედებითი ტურის II ეტაპს გამართავს.

დრო და განრიგი:

  • რეგისტრაციის დასაწყისი: 13:45 სთ
  • გამოცდის დასაწყისი: 14:00 სთ
  • ხანგრძლივობა: 2 საათი და 30 წუთი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H კორპუსი, აუდიტორია 105 (ი. ჭავჭავაძის გამზ. №45)

სტუდენტმა თან უნდა იქონიოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • შემოქმედებითი ტურის I ეტაპზე შესრულებული ნამუშევრის ორიგინალი;
  • სახატავი ინვენტარი: ფანქარი, საშლელი, სათლელი.

შენიშვნა: A3 ფორმატის ქაღალდი და სახატავი დაფა სტუდენტებს გადაეცემათ ადგილზე. გამოცდაზე აპლიკანტები მიიღებენ კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ შემოქმედებით დავალებას.