ადრეული ბავშვობა, განვითარება და განათლება – ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

განათლების სკოლა

საბაკალავრო პროგრამა

ადრეული ბავშვობა, განვითარება და განათლება

პროგრამა შემუშავებულია 2023 წელს და განახლებულია 2026 წელს.

აკადემიური ხარისხი /კვალიფიკაცია სკოლამდელი განათლების ბაკალავრი Bachelor of Preschool Education

პროგრამის ხანგრძლივობა 2025-2026 სასწავლო წლამდე ჩარიცხული სტუდენტებისთვის:

8 სემესტრი, 240 კრედიტი (1 კრედიტი – 25 საათი):

  • თავისუფალი კომპონენტი -ზოგადი მოდული – 48 კრედიტი
  • ძირითადი სწავლის სფერო – 132 კრედიტი
  • დამატებითი პროგრამა/თავისუფალი კომპონენტი – 60 კრედიტი

პროგრამის ხანგრძლივობა 2025-2026 სასწავლო წლიდან ჩარიცხული სტუდენტებისთვის:

6 სემესტრი, 180 კრედიტი (1 კრედიტი – 25 საათი):

  • თავისუფალი კომპონენტი -ზოგადი მოდული – 48 კრედიტი

ძირითადი სწავლის სფერო – 132 კრედიტი

სწავლების ენა – ქართული

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული გამოცდებით დადგენილი მოცულობით.

პროგრამის მიზანია, მოამზადოს სკოლამდელი განათლების კონკურენტუნარიანი, რეფლექსური და შემოქმედებითი სპეციალისტი, რომელსაც:

  • შეუძლია ბავშვზე ცენტრირებული მიდგომების პრაქტიკაში გამოყენებით ბავშვის ჰოლისტურ განვითარებაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა;
  • აქვს ადრეული განათლების სისტემური ხედვა, რათა შეძლოს სხვადასხვა სისტემის სპეციფიკის, მრავალფეროვნებისა და ურთიერთგავლენის გააზრება;
  • დაუფლებულია საკუთარი და სხვების ავტონომიურობის, ცნობისმოყვარეობის, თვითგამოხატვისა და ტოლერანტობის ხელშემწყობ სტრატეგიებს, როგორც ადრეულ განათლებაში პროფესიული საქმიანობის ძირითად მახასიათებლებს;
  • შეუძლია პროფესიულ პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება, წარმატებული პრაქტიკისთვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციის გაცემა და/ან განხორციელება.
  • პროგრამის კურსდამთავრებული:
  • იაზრებს ბავშვის (დაბადებიდან 8 წლამდე) კეთილდღეობასა და ჰოლისტურ განვითარებას ადგილობრივი და საერთაშორისო კონტექსტების, ადრეული განათლების თეორიებისა და მოდელების (მათ შორის მულტილინგვური განათლებისა და მეორე ენის ათვისების) ჭრილში;
    აფასებს, გეგმავს და ქმნის ეფექტურ, დემოკრატიულ და თანასწორობის პრინციპებზე დამყარებულ ინკლუზიურ საგანმანათლებლო გარემოს, სადაც მრავალფეროვანი თამაში არის ხელშეწყობილი;
  • ბავშვებთან ინდივიდუალური და გუნდური მუშაობისას იყენებს თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სტრატეგიებსა და მიდგომებს;
  • ოჯახთან და თემთან იყენებს პატივისცემაზე, ნდობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ პარტნიორული ურთიერთობების ხელშემწყობ სტრატეგიებს;
  • უზრუნველყოფს საკუთარი და სხვისი პრაქტიკის უწყვეტ შეფასებას, რეფლექსიასა და გამოცდილების გაზიარებას გუნდური მუშაობის პრინციპებისა და მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებით;
  • კოლეგებთან თანამშრომლობით გეგმავს და ახორციელებს პრაქტიკის კვლევას არსებული პრაქტიკის სრულყოფის მიზნით;
  • არის შემოქმედებითი, ავტონომიური, გულისხმიერი კომუნიკაციური პარტნიორი და ამასთანავე წაახალისებს ბავშვების ავტონომიურობას, ცნობისმოყვარეობას, შემოქმედებითობასა და თვითგამოხატვას.
  • ინტერაქციული ლექცია/სემინარი;
  • პრაქტიკული სწავლების მეთოდი;
  • ინდივიდუალური, წყვილებში და ჯგუფური მუშაობის მეთოდები;
  • დისკუსია/დებატები;
  • შემთხვევის ანალიზი;
  • პრაქტიკაზე დაკვირვება, ანალიზი, რეფლექსია;
  • პრეზენტაცია;
  • როლური და სიტუაციური თამაშები;
  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;
  • პროექტზე დაფუძნებული სწავლება.

პროგრამაში შემავალ ცალკეულ კურსში გამოყენებული სწავლების მეთოდები მითითებულია შესაბამის სილაბუსებში

პროგრამის სტრუქტურა 2025-2026 სასწავლო წლამდე ჩარიცხული სტუდენტებისთვის

პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 240 კრედიტი შემდეგი განაწილების მიხედვით:

თავისუფალი კომპონენტი – ზოგადი მოდული – 48 კრედიტი:

  • შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I ან შესავალი თანამედროვე აზროვნებაში II – 6 კრედიტი;
  • შესავალი სტატისტიკაში – 6 კრედიტი
  • აკადემიური მუშაობის ტექნიკები – 6 კრედიტი;
  • ინგლისური ენის პრაქტიკული კურსები – 24 კრედიტი;
  • შესავალი ადრეულ განათლებასა და განვითარებაში 6 კრედიტი.

ძირითადი სწავლის სფერო – 132 კრედიტი

  • სპეციალობის სავალდებულო კურსები – 72 კრედიტი;
  • სპეციალობის სავალდებულო – არჩევითი კურსები – თემატური მიმართულებები – 9 კრედიტი;
  • სპეციალობის არჩევითი კურსები – 9 კრედიტი;
  • საბავშვო ბაღში პრაქტიკის ბლოკი – 42 კრედიტი.

დამატებითი პროგრამა ან თავისუფალი კომპონენტი – 60 კრედიტი

—————————————————————————

პროგრამის სტრუქტურა 2025-2026 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის

პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 180 კრედიტი შემდეგი განაწილების მიხედვით:

თავისუფალი კომპონენტი – ზოგადი მოდული – 48 კრედიტი:

  • შესავალი თანამედროვე აზროვნებაში I ან შესავალი თანამედროვე აზროვნებაში II – 6 კრედიტი;
  • შესავალი სტატისტიკაში – 6 კრედიტი
  • აკადემიური მუშაობის ტექნიკები – 6 კრედიტი;
  • ინგლისური ენის პრაქტიკული კურსები – 24 კრედიტი;
  • შესავალი ადრეულ განათლებასა და განვითარებაში 6 კრედიტი.

ძირითადი სწავლის სფერო – 132 კრედიტი

  • სპეციალობის სავალდებულო კურსები – 72 კრედიტი;
  • სპეციალობის სავალდებულო – არჩევითი კურსები – თემატური მიმართულებები – 9 კრედიტი;
  • სპეციალობის არჩევითი კურსები – 9 კრედიტი;

საბავშვო ბაღში პრაქტიკის ბლოკი – 42 კრედიტი.

  • კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს აღმზრდელ-პედაგოგად, პროგრამის სპეციალისტად, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორად, ასევე ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, შემდეგ ადგილებში: ფორმალურ და არაფორმალურ ადრეული განათლების დაწესებულებებში;
  • სხვა ტიპის ადრეული განათლებისა და ზრუნვის დაწესებულებებსა და პროგრამებში (მაგ., დღისცნტრი, ჰოსპიტლის თამაშის პროგრამა, ბიბლიოთეკები და მუზეუმების საბავშვო პროგრამები და სხვა);
  • სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომელიც ადრეული განათლებისა და ბავშვებისსაკითხებზე მუშაობს.
  • პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს სამაგისტრო საფეხურზე.

Share on :

ტექნოლოგიის სკოლის დოქტორანტთა სადოქტორო ნაშრომები
ვახტანგ ბალავაძე
?>
Loading please wait....