სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული მასწავლებლის ვაკანსიას (ბაკალავრიატის საფეხური).
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შეასრულოს სილაბუსით განსაზღვრული ყველა აქტივობა და ვალდებულება;
- სტუდენტებს გაუწიოს კონსულტაციები აკადემიური პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო და პრაქტიკულ კომპონენტებთან დაკავშირებით;
- მონაწილეობა მიიღოს სასწავლო კურსის დაგეგმვასა და სილაბუსის განვითარებაში;
- სასწავლო პროცესში გამოიყენოს უნივერსიტეტის ელექტრონული პლატფორმები: არგუსი და eLearning;
- საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო ან/და გასაჩივრებული ნაშრომის შეფასებაში;
- იზრუნოს უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე: მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტისა და აკადემიური წერის ცენტრის მიერ შეთავაზებულ საკვალიფიკაციო აქტივობებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კომპეტენციები:
- მინიმუმ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის მიმართულებაში;
- თანამედროვე სწავლების მეთოდების ცოდნა და მათი გამოყენების უნარი (ინტერაქცია, ამობრუნებული საკლასო ოთახის მოდელი, აქტიური სწავლება);
- შეფასებისა და უკუკავშირის პრინციპების ცოდნა;
- აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების ცოდნა;
- ქართულ ენაზე მეტყველებისა და წერის მაღალი კულტურა;
- ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის B2 დონის კომპეტენცია;
- სალექციო პროცესის დაგეგმვის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) გამოყენების უნარი;
- უპირატესობად ჩაითვლება მსგავს ან მონათესავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სასურველია კანდიდატს ჰქონდეს:
- შესაბამისი პროფესიული/ პედაგოგიური გამოცდილება აკადემიურ სფეროში;
- გავლილი აკადემიური წერის გადამზადების სულ მცირე ერთი კურსი;
- გავლილი მასწავლებლის კვალიფიკაციის ასამაღლებელი სულ მცირე ერთი კურსი.
ქცევითი კომპეტენციები:
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- კონსტრუქციული უკუკავშირის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სიახლესა და განვითარებაზე ორიენტაცია;
- დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- ეთიკურობა და კეთილსინდისიერება.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი – თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- სტრუქტურული ერთეული – ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის აკადემიური წერის ცენტრი;
- სამუშაო დატვირთვა – საათობრივი, სემესტრში სულ მცირე 34 საკონტაქტო საათი, მოქნილი სამუშაო გრაფიკით 09:00-21:00 პერიოდში, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. საკონტაქტო საათების მიღმა მასწავლებელი მუშაობს სტუდენტთა ნაწერებზე, აფასებს და უკუკავშირს აძლევს მათ.
კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:
- რეზიუმე (CV), რომელშიც მითითებული იქნება რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, დაადასტურებს კანდიდატის სწავლების უნარსა და/ან აკადემიური წერის გამოცდილებას;
- სარეკომენდაციო წერილი;
- ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები;
- სამოტივაციო წერილი.
პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი საბუთები 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
აპლიკაციის გამოგზავნისას წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული მასწავლებელი.
კანდიდატთა შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად:
ეტაპი 1 – კანდიდატი შეირჩევა წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. (იხილეთ დანართი #1)
ეტაპი 2 – შერჩეულ კანდიდატებს მოვიწვევთ გასაუბრებაზე. ამ ეტაპის ერთ-ერთი კომპონენტია გაკვეთილის სიმულაცია
დავუკავშირდებით კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მათ გაეგზავნებათ გზამკვლევი მეორე ეტაპისთვის საჭირო ინფორმაციით.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2023