საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პორტალი ფინედუ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით ახალგაზრდების საერთაშორისო დღეს წელს პირველად აღნიშნავენ.

  • ამ დღისადმი მიძღვნილი კონკურსი 2021 წლის 17 ივლისს დაიწყო. დაინტერესებულ პირებს იდეების/პროექტების გამოგზავნა შეუძლიათ 31 ივლისის ჩათვლით, ღონისძიების დასკვნითი ნაწილი კი 12 აგვისტოს გაიმართება;
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ15-დან 26 წლამდე პირებს;
  • კონკურსის მიზანია ახალგაზრდების ფინანსურ განათლების საკითხებით დაინტერესება და მათი ჩართულობის გაზრდა. მათ კონკურსში მონაწილეობისთვის ფინანსური განათლების გავრცელების თემაზე ინოვაციური პროექტები და იდეები უნდა წარადგინონ.
  • კონკურსზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული და თითოეული მათგანი პრიზს – 1000 ლარს და ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის ვაუჩერს მიიღებს.

ღონისძიების ბმული: https://bit.ly/3BJ1DZW

კონკურსის პირობების ბმულიhttps://bit.ly/36ZXjr0

დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ – info@finedu.gov.ge.

2021 წელი