ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ურბანული კვლევების ლაბორატორია  (ცენტრი) ახორციელებს პროექტს „საბურთალოს ურბანული ცვლილებები“, რომელიც, ერთი მხრივ, შეისწავლის საბურთალოს ურბანული ტრანსფორმაციის პროცესს XIX საუკუნის ბოლოდან 1990-იან წლებამდე, მეორე მხრივ, საბინაო მშენებლობის არქიტექტურულ მახასიათებლებსა და თავისებურებებს.

15 ოქტომბერს, 19:00 საათზე, იუტის უნივერსიტეტის (აშშ) ასისტენტ-პროფესორი, არქიტექტურის ისტორიკოსი კატერინა მალაია პროექტის ფარგლებში ონლაინ გამართავს მეორე სემინარს „საცხოვრებლის კვლევა ცვალებად დროში“.

საცხოვრებელი ერთგვარი ოპტიკური მინაა, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია გავიგოთ ისტორიული ცვლილებები. ტრადიციული ნარატივები მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების შესახებ ყურადღებას ამახვილებს თარიღებზე, ძალაუფლებაში მყოფ ადამიანებსა და ისეთ მსხვილ კატეგორიებზე, როგორებიცაა: დემოკრატია, სოციალიზმი, ავტორიტარიზმი, მოდერნიზაცია და სხვ. ამის საპირისპიროდ სემინარზე ურბანული საცხოვრებელი ბინის პერსპექტივიდან ერთგვარი გამადიდებელი შუშით დავაკვირდებით ისეთ დიდ ისტორიულ გარდატეხას, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის დაშლა, რათა გავიგოთ, როგორ შეიცვალა პოსტსაბჭოთა ქალაქელთა ყოველდღიური ცხოვრება. სემინარზე კატარინა მალაია მიმოიხილავს იმ მეთოდოლოგიურ გამოწვევებს, რომლებიც უკავშირდება სახლში/ბინაში მიმდინარე ცვლილებათა მიკვლევასა და დოკუმენტირებას და შემოგვთავაზებს მათი გადაჭრის ხედვას.

მომხსენებლის შესახებ

არქიტექტურის ისტორიკოსი და პედაგოგი კატარინა მალაია (PHD)  იკვლევს ყოველდღიურ არქიტექტურას (Ordinary Architectures), კერძოდ საცხოვრებელს ზეწოლისა და გარდატეხის პერიოდებში. 2023 წელს  დაიბეჭდა მისი პირველი წიგნი Taking the Soviet Union Apart Room by Room (NIUP/Cornell UP), 2024 წლის სექტემბერში კი გამოიცა Mass Housing in Ukraine (with Philipp Meuser, DOM Publishers). კატერინა მალაია (ნეითან მარკ ჰატსონთან ერთად) ასევე თანაავტორია  კრებულისა Protests Beyond the Plaza, რომელსაც 2026 წელს გამოსცემს Routledge.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 15 ოქტომბერი, 19 საათი

ფორმატი: ონლაინ, zoom-ის პლატფორმა

https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/86891479394?pwd=bKDT7gfqMaG9h2BfOkzvbwLPHMw9eF.1
Meeting ID: 868 9147 9394

Passcode: 856587

2025