LIVE-საინფორმაციო შეხვედრა სპეციალური განათლების პროგრამის პირველკურსელებთან
25 სექტემბერს, პარასკევს, 17:00 საათზე, გაიმართება Live-საინფორმაციო შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის სპეციალური განათლების პროგრამის პირველკურსელებთან. შეხვედრაზე განიხილება შემდეგი საკითხები: პროგრამის შინაარსისა და სტრქუტურის გაცნობა; ფაკულტეტის ადმინისტრაციული ერთეულებისა და მათი ფუნქციების გაცნობა; პასუხისმგებელი პირების საკონტაქტო ინფორმაციის გაზიარება. შეხვედრაზე გექნებათ შესაძლებლობა ვირტუალურად შეხვდეთ, გაიცნოთ და შეკითხვები დაუსვათ განათლების სკოლის ხელმძღვანელს, პროგრამების ხელმძღვანელებსა და კოორდინატორებს. პროგრამების წარდგენის…