IT TALK „შენი ბრენდის შექმნა LINKEDIN-ზე
12 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში DataArt Georgia-ისა და ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის ორგანიზებით DataArt-ის მარკეტინგის სპეციალისტი ნადია სმოროდინა წაიკითხავს საჯარო ლექციას „შენი ბრენდის შექმნა LinkedIn-ზე”. ციფრულ სამყაროში სოციალური ქსელები გადამწყვეტი საშუალებაა ადამიანის პროფესიული განვითარებისთვის, კერძოდ, LinkedIn უნიკალური პლატფორმაა უნარებისა და გამოცდილების გასაზიარებლად. LinkedIn გთავაზობთ მრავალფეროვან შესაძლებლობას, განსხვავებული იყოთ სხვა კანდიდატებისგან და განავითაროთ…
FB-POST
eng-fb
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამას ABET აკრედიტაცია მიენიჭა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას – „კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო)“ ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს აკრედიტაცია ABET მიენიჭა. ABET საერთაშორისო აკრედიტაციას ანიჭებს გამოყენებითი, კომპიუტერული, საინჟინრო და საინჟინრო-ტექნოლოგიური მეცნიერებების საგანმანათლებლო პროგრამებს. ილიაუნის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა „კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო)“ პირველია ამ დარგში, რომელსაც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ABET აკრედიტაცია მიენიჭა. საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული ინჟინერია (საერთაშორისო)“ სრულად შეესაბამება…