WhatsApp Image 2026-06-09 at 21.34.34 (1)
WhatsApp Image 2026-06-09 at 21.34.34
WhatsApp Image 2026-06-09 at 21.34.26
WhatsApp Image 2026-06-08 at 13.17.22
WhatsApp Image 2026-06-08 at 13.17.20
WhatsApp Image 2026-06-08 at 13.17.21
საერთაშორისო ვორკშოპი „მეხსიერებით მოჯადოებული ქალაქი“ ილიაუნის სტუდენტების მონაწილეობით
6-10 ივნისს აგრიჯენტოში (იტალიაში) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ვორკშოპში „მეხსიერებით მოჯადოებული ქალაქი – The Magic of Inhabiting the Future in Favara“. ვორკშოპი მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების, ელეონორა ბერსანისა და ერმეს ინვერნიცის ინიციატივით ჩატარდა. ღონისძიებას ფავარის კულტურის ცენტრმა (Farm Cultural Park) უმასპინძლა, სამუშაო პროცესს ჯგუფი „Collettivo ctrl+S“ უძღვებოდა. პროექტში მონაწილეობდნენ…
ია კუპატაძე- ნიუსი-03
პროფესორ გიორგი ხიმშიაშვილის სემინარი „ვირტუალური მასის მათემატიკური ასპექტები“
23 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T406 აუდიტორიაში პროფესორი გიორგი ხიმშიაშვილი წაიკითხავს სემინარს „ვირტუალური მასის მათემატიკური ასპექტები“. მომხსენებელი განიხილავს ვირტუალური მასის კონცეფციას და მის მათემატიკურ ასპექტებს მყარი სხეულისა და სითხის ურთიერთქმედების კონტექსტში. მომხსენებელი ისაუბრებს იმ თანამედროვე თეორიულ მოდელებსა და ალგორითმებზე, რომლებიც აღნიშნული ფენომენის აღსაწერად გამოიყენება. შეხვედრის მიზანია აუდიტორიისთვის ამ მიმართულებით არსებული უახლესი მიდგომების გაზიარება….