მიღება სადოქტორო პროგრამაზე „ბიზნესის ადმინისტრირება“ 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამაზე: ვაკანტური ადგილების რაოდენობა: ბიზნესის ადმინისტრირება – 2 ვაკანტური ადგილი პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2026 წლის 27 ივლისიდან 2026 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით, 18:00 საათამდე, ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: phd_bte@iliauni.edu.ge გაითვალისწინეთ: დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველმა დოკუმენტები უნდა გამოგზავნოს ერთხელ, ერთ საქაღალდედ აკინძული, PDF ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის განაცხადი არ განიხილება; მიღებას ადასტურებს და საიდენტიფიკაციო კოდს ანიჭებს ფაკულტეტის წარმომადგენელი; რეგისტრაციისათვის გამოსაგზავნი დოკუმენტაცია: ა) სააპლიკაციო ფორმა (ბიზნესის ადმინისტრირება დანართი 1) ბ)…