ილიაუნის განათლების სკოლამ საერთაშორისო საზაფხულო სკოლას უმასპინძლა
22-26 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ბაზაზე ხუთდღიანი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიმართა. პროექტი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და საფრანგეთის საგანმანათლებლო ორგანიზაციასთან – Conservatoire national des arts et métiers (CNAM) მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. ღონისძიების მთავარი სამუშაო თემა იყო: როგორ გამოვიყენოთ ნარატივები, როგორც კვლევის ინსტრუმენტი განათლების საკითხების კვლევაში? საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდა 20-ზე მეტი მაგისტრანტი, დოქტორანტი, ახალგაზრდა მკვლევარი…