28 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება AWS ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ერთდღიანი ღონისძიება AWS re:Invent re:Cap.
დამსწრე საზოგადოება გაეცნობა უახლეს ტენდენციებს შემდეგ სფეროებში: AI/ML და გენერაციული AI, უსაფრთხოება, ანალიტიკა, ინდუსტრიაზე მორგებული AWS ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 28 თებერვალი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
ღონისძიების პროგრამა:
16:00 – 17:00 | რეგისტრაცია
17:00 – 17:15 | მისალმება
17:15 – 18:00 | ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების მართვა AWS Shield და WAF ტექნოლოგიებით − გიორგი სემენიხინი TBC
18:00 – 18:15 | ყავის შესვენება
18:15 – 19:45 | “AWS re:Invent re:Cap” − ვიქტორ ვედმიჩი და ალექსანდრ ბერნადსკი AWS
19:45 – 20:30 | TCP ქსელების განხილვა ტექნოლოგიური საზოგადოების წევრებთან
რატომ უნდა დაესწრო AWS Community Meetup-ს?
აღმოაჩენ AWS-ის შესაძლებლობებს: გაეცნობი უახლეს ინოვაციებს, საუკეთესო პრაქტიკებსა და წარმატების მაგალითებს.
შეხვდები ექსპერტებს: მიიღებ პასუხებს AWS სერვისების შესახებ.
გექნება ახალი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა: გაიცნობ ახალ ადამიანებს და გააფართოვებ პროფესიულ კავშირებს!