18 ოქტომბერს , 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსში გაიმართება ტექნოლოგიური საზოგადოების მიერ ორგანიზებული ღონისძიება AWS Community Day Georgia 2025.

AWS-ის  საზოგადოების ლიდერების, სპიკერებისა და მოხალისეების ხელმძღვანელობით გაიმართება დისკუსიები და პრაქტიკული ვორკშოპები.

შეხვედრის მიზანია AWS-ის სერვისების შესახებ ცოდნის გაზიარება, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების გაერთიანება.

AWS Community Day Georgia 2025 განსაკუთრებული შესაძლებლობაა დეველოპერებისთვის, სტუდენტებისა და AWS-ის მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციების გაცნობა,  ცოდნის გაღრმავება და სფეროს პროფესიონალებთან კავშირის დამყარება.

მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ მენტორობის პროგრამაში (Peer Group Mentoring), რომლის ფარგლებში მცირე ჯგუფები (2-15 მონაწილე) გამოცდილი მენტორების ხელმძღვანელობით იმსჯელებენ ტექნიკურ, საზოგადოებრივ და კარიერულ საკითხებზე.

რეგისტრაციის ბმულები:
Peer Group Mentoring: https://shorturl.at/lIM3X
Workshop: https://shorturl.at/71ec2

მონაწილეობა უფასოა.

დეტალური პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://iliauni.edu.ge/uploads/other/90/90316.pdf

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 18 ოქტომბერი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

2025