გთხოვთ გაითვალისწინოთ: აპლიკანტი, რომელიც რეგისტრირებულია ერთდროულად რამდენიმე პროგრამაზე და ჩარიცხვის უფლება მოიპოვა ყველა მათგანში, ვალდებულია შეარჩიოს მხოლოდ ერთი სასურველი პროგრამა. გათავისუფლებულ ადგილებზე ჩაირიცხებიან სათადარიგო სიაში მყოფი აპლიკანტები რეიტინგული ქულის მიხედვით.

ბიზნესის სკოლა

ტექნოლოგიების სკოლა

  • თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები – 7 ადგილი (ძირითადი სია )
  • თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება – 19 ადგილი (ძირითადი სია )
  • პროგრამული ინჟინერია – 11 ადგილი (ძირითადი სია )

განათლების სკოლა

ხელშეკრულების გაფორმება

მაგისტრანტობის კანდიდატებთანრომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლებახელშეკრულება გაფორმდება:

  • ძირითადი სიის კანდიდატებთან – 2025 წლის 16 და 17 სექტემბერს, 10:00–18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის N3/5).
  • სათადარიგო სიის კანდიდატებთან – 2025 წლის 18 სექტემბერს, 10:00–18:00 საათამდე, იმავე მისამართზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის N3/5).

მნიშვნელოვანია: კანდიდატები, რომლებიც განსაზღვრულ ვადებში ვერ გააფორმებენ ხელშეკრულებას, დაკარგავენ ჩარიცხვის უფლებას (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა).


ხელშეკრულების გაფორმებისათვის აუცილებელი დოკუმენტები

ხელშეკრულების გასაფორმებლად მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი.

ბ) კანდიდატმა, რომელსაც ჩარიცხვის მომენტში არ აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული დიპლომი, უნდა წარმოადგინოს ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ ცნობა (მითითებული უნდა იყოს ოქმის ნომერი და თარიღი). დიპლომი უნდა წარადგინოს ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩარიცხვის ბრძანება ძალას დაკარგავს.

გ) მინდობილობით წარმოდგენის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

დ) ფაკულტეტის/სკოლის მოთხოვნის შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება.

ვ) სამხედრო აღრიცხვის მოწმობა (მხოლოდ ვაჟებისთვის).

თუ პროგრამაზე დარჩება ვაკანტური ადგილები, ფაკულტეტის წარმომადგენელი 17 სექტემბერს დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით ხელშეკრულების გასაფორმებლად.

იმ შემთხვევაშითუ მაგისტრანტი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტსდიპლომის ნოტარიულად დამოწმებულ ასლსმისი ჩარიცხვის შესახებ ბრძანება ბათილი იქნება გამოცემის მომენტიდან (ვადა 2025-26 /წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებამდე).