ღვინის ტურიზმი და საოჯახო მეღვინეობა – BTE

ბიზნესის სკოლა

სასერთიფიკატო პროგრამები

ღვინის ტურიზმი და საოჯახო მეღვინეობა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრი აცხადებს მიღებას განახლებულ სასერტიფიკატო კურსზე – ღვინის ტურიზმი და საოჯახო მეღვინეობა.

სასერტიფიკატო კურსის მიზანია, მსმენელმა მიიღოს დეტალური ინფორმაცია ღვინის ტურიზმისა და საოჯახო მეღვინეობის შესახებ, გაიცნოს ღვინის ტურიზმში არსებული ტენდენციები საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე, შეისწავლოს ღვინის ტურიზმის საწყისი და შემდგომი განვითარების ეტაპები. ასევე გაიცნოს ქართულ და საერთაშორისო ღვინის ბაზარზე არსებული ვითარება.

პროგრამის ფარგლებში შესასწავლი საკითხებია:

  • ღვინის გზა;
  • საქართველოს მევენახეობის ზონები;
  • მარნის დაგეგმვა და მოწყობა;
  • მარნის ჰიგიენა;
  • ქვევრის ღვინის ფენომენი;
  • ღვინის დაგემოვნების კულტურა და მისი სპეციფიკა;
  • ღვინის ბრენდირება;
  • ქართული ღვინის მარკეტინგი;
  • მასპინძლობის კულტურა მარანში.

კურსის ხანგრძლივობა: 30 საათი,  რომელიც გადანაწილდება 2 თვეზე (დატვირთვა: კვირაში ორი დღე).

კურსის პრაქტიკულ ნაწილში მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე  გაეცნონ საოჯახო მარნის მოწყობის სპეციფიკას, ღვინის დაგემოვნების კულტურას.

ტრენინგები ჩატარდება ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტში, ჰიბრიდულ რეჟიმში, როგორც აუდიტორიაში, ასევე ონლაინპლატფორმის გამოყენებით.

კურსის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმატებულ სტუდენტებს დასაქმების მიზნით რეკომენდაციას გაუწევს შესაბამის ორგანიზაციებში.

არსებული პროგრამა გათვალისწინებულია როგორც ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირებისათვის, ასევე ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული ადამიანებისთვის.

სწავლის საფასური: 800 ლარი

საკონტაქტო ინფორმაცია:
E-mail: tourism.centre@iliauni.edu.ge
T: 557 68 78 17 ქეთევანი მერებაშვილი
599 70 64 61 გიორგი ქემერტელიძე

Share on :

მონაცემთა ანალიზი MS EXCEL-ის გამოყენებით
სასტუმროს მენეჯმენტი
?>
Loading please wait....