სამაგისტრო პროგრამების სტანდარტი
by webmaster on 20.03.2019 - 13:37PM
დამტკიცებულია 2015 წლის 20 ივლისის აკადემიურ საბჭოს N8 სხდომის ოქმით
ამ წესით გაუქმდა აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის N61 სხდომით დამტკიცებული „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტი“
მაგისტრატურაში სწავლის უფლება
მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
მაგისტრატურაში მიღების პირობები
- სამაგისტრო საფეხურზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია:
ა) საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება.
ბ) ფაკულტეტის/სკოლის მიერ დადგენილი ჩარიცხვის სხვა შესაძლო კომპონენტების შესაბამისობა, მათ შორის შესამაბისი პროგრამით განსაზღვრული შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის (გამოცდების) წარმატებით ჩაბარება. - ფაკულტეტი/სკოლა ვალდებულია:
ა) წინასწარ და სრულად გამოაქვეყნოს ჩარიცხვისა და შიადასაუნივერსიტეტო გამოცდის/გამოცდების არსებობის შემთხვევაში რანჟირების წესი და პირობები;
ბ) შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის/გამოცდების დანიშვნის შემთხვევაში გამოცდის/გამოცდების თარიღამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე გამოაქვეყნოს მაგისტრანტობის კანდიდატის შეფასების კომპონენტები და კრიტერიუმები.
გ) აამოქმედოს აპელირების გამჭვირვალე სისტემა. - ფაკულტეტებს/სკოლებს ან ცალკეულ სამაგისტრო პროგრამებს შეიძლება ჰქონდეთ დამატებითი მოთხოვნები.
- მაგისტრანტობის კანდიდატთა ხელშეწყობისა და სტუდენტთა მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 521 მუხლის მე-7 და მე 7 1 პუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის.
მაგისტრატურაში სწავლა
- არანაკლებ 120 კრედიტის დაგროვებისა და შესაბამისი სამაგიტრო პროგრამის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში სტუდენტს ენიჭება მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
- სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულისათვის მისანიჭებელი აკადემიური ხარისხის სახელწოდება მოიცავს ტერმინს – „მაგისტრი“, შესაბამისი მიმართულების, ან/და დარგის/სპეციალობის, ან/და ქვედარგის/სპეციალიზაციის მითითებით.
- მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭების წინაპირობაა შესაბამისი მიმართულების ან დარგის/სპეციალობის ან/და ქვედარგის/სპეციალიზაციის არსებობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის № 120/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს“ მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალში
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული დოკუმენტი .