საერთაშორისო კვლევითი პროექტის Cities Building Culture გამოფენა „საცხოვრებელი მემკვიდრეობა: საბჭოთა მორფოტიპები და ტიპოლოგიები“
28 სექტემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება გამოფენა „საცხოვრებელი მემკვიდრეობა: საბჭოთა მორფოტიპები და ტიპოლოგიები“ და გაიმართება კულტურის ისტორიკოსის, პოლინა გუნდარინას საჯარო ლექცია. გამოფენა გაგრძელდება 3 ოქტომბრის ჩათვლით. საბჭოთა ხელისუფლების დროს, 1917-1991 წლებში შექმნილი საცხოვრებელი უბნები დღემდე მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის მრავალი ქალაქის ურბანულ ქსოვილსა და ყოველდღიურ ცხოვრებას. ისინი ასევე ნათლად ასახავენ…