დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლება (საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და სპეციალური მასწავლებლის არჩევითი მოდულებით) – ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

განათლების სკოლა

საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამები

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლება (საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და სპეციალური მასწავლებლის არჩევითი მოდულებით)

პროგრამის მიზანია თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოზე მორგებული  კონკურენტუნარიანი, უახლესი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების (I-VI კლასები) ან სპეციალური მასწავლებლის მომზადება, რომლებიც სიღრმისეული და სისტემური თეორიული, ემპირიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე შეძლებენ:

  • შესაბამისი საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის გამოვლენას სწავლებისას;
  • მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვას, წარმართვასა და შეფასებას;
  • პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირებას;
  • მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.

ამასთან, პროგრამა მიმართულია მასწავლებლისათვის აუცილებელი ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, როგორიც არის ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე, რაოდენობრივი მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების უნარი, გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი, პრობლემის იდენტიფიცირების, მისი ავტონომიურად და ეფექტურად  გადაჭრის უნარი.

შენიშვნა: ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების მასწავლებლის მომზადების მოდულები პროგრამის სავალებულო კომპონენტს წარმოადგენს. დამატებით სტუდენტმა არჩევანი უნდა გააკეთოს საზოგადოებრივი მეცნიერებებისა (I-VI კლასები) და სპეციალური მასწავლებლის ბლოკებს შორის.

  • ინტერაქტიული ლექციები და სემინარები;
  • დისკუსია და დებატები;
  • ინდივიდუალური, წყვილებში და ჯგუფური მუშაობის მეთოდები;
  • სიტუაციის ანალიზი (Case Study);
  • პრეზენტაცია;
  • დემონსტრირება;
  • მოდელირება;
  • გონებრივი იერიში;
  • რეფლექსია;
  • თანამშრომლობითი სწავლება;
  • პროექტებზე/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;
  • როლური და სიტუაციური თამაშები/სიმულაციები;
  • კოგნიტური დიაგრამებით სწავლება;
  • უკუკავშირის მეთოდები;
  • პედაგოგიური პრაქტიკა; პედაგოგიური პრაქტიკაზე დაკვირვება, ანალიზი, რეფლექსია;
  • წყაროებზე მუშაობის მეთოდები;
  • ლაბორატორიული მუშაობა;
  • შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდი.

პროგრამის სავალდებულო კომპონენტის სწავლის შედეგები ( ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება

პროგრამის კურსდამთავრებული:

  1. სწავლებისას ავლენს დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლისთვის (I-VI კლასები) აუცილებელ საგნობრივ ცოდნას;
  2. მსჯელობს პიროვნების განვითარებისა და განათლების ძირითადი თეორიების გამოყენების მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესში და ქმნის როგორც მთლიანად კლასის, ისე თითოეული მოსწავლის  ფიზიკური, სოციალურ-ემოციური თუ კოგნიტური განვითარებისთვის ხელშემწყობ უსაფრთხო, ინკლუზიურ, თავისუფალ, კეთილგანწყობილ და მამოტივირებელ სასწავლო გარემოს;
  3. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, მდგრადი განვითარების პრინციპების, სკოლის პრიორიტეტებისა და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე სწავლის უნივერსალური დიზაინის, დიფერენცირებული სწავლებისა და რემედიაციის მიზნობრივი გამოყენებით შეიმუშავებს გრძელვადიან და მოკლევადიან სასწავლო გეგმებს და მათზე დაყრდნობით უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის, მათ შორის, სსსმ მოსწავლეთა საბაზისო აკადემიური, მაღალი სააზროვნო  და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას;
  4. მოიძიებს/ქმნის და იყენებს სასწავლო რესურსებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და  აპლიკაციებს, მათ შორის, ხელოვნურ ინტელექტს სასწავლო გეგმის მიზნების, მოსწავლეთა საჭიროებებისა და ასაკის გათვალისწინებით;
  5. ავლენს შეფასების მეთოდების და ინსტრუმენტების  შერჩევის /მოდიფიცირების/ შექმნის ფართო ცოდნას და იყენებს მოსწავლეთა სწავლის შედეგების გასაზომად;
  6. აანალიზებს მოსწავლეთა შეფასების შედეგებს და იყენებს როგორც მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებისთვის, ასევე საკუთარი პროფესიული განვითარებისთვის;
  7. გეგმავს და წარმართავს კლასგარეშე საქმიანობას მოსწავლეთა ინტერესების, საჭიროებებისა და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;
  8. საკვლევი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლია შესაბამისი კვლევის მეთოდის შერჩევა, კვლევის ჩატარება, კვლევის შედეგების ანალიზზე დაყრდნობით ინტერვენციების დაგეგმვა,  განხორციელება და მათი ეფექტიანობის შეფასება;
  9. საკუთარი საქმიანობის  მუდმივი და მრავალმხრივი რეფლექსიისა და დარგში მიმდინარე სიახლეების საფუძველზე ადგენს პროფესიული განვითარების საჭიროებებს და შეიმუშავებს პროფესიული განვითარების გეგმას;
  10. მსჯელობს მასწავლებლის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის როლზე და სასკოლო საზოგადებასთან, მათ შორის მშობლებთან/მეურვეებთან ეფექტური კომუნიკაციითა და თანამშრომლობით ჩართულია თითოეული მოსწავლის, სკოლისა თუ თემის განვითარებისა და მხარდაჭერის პროცესებში.

შენიშვნა: ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების მასწავლებლის მომზადების მოდულები პროგრამის სავალებულო კომპონენტს წარმოადგენს. დამატებით სტუდენტმა არჩევანი უნდა გააკეთოს საზოგადოებრივი მეცნიერებებისა (I-VI კლასები) და სპეციალური მასწავლებლის ბლოკებს შორის.

პროგრამის არჩევითი მოდულების სწავლის შედეგები  (საზოგადოებრივი მეცნიერებები, სპეციალური მასწავლებელი)

სწავლის შედეგები საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლის  მოდულისთვის

  1. მსჯელობს ძირითად ცნებებზე და მოვლენებზე საზოგადოებრივ მეცნიერებებში და მათზე დაყრდნობით ახდენს ინფორმაციის კლასიფიცირებას, ანალიზს, განსხვევებული კონცეფციების შეპირსიპრებას და ლოგიკური ურთიერთმიმართებების გამოვლენას;
  2. აანალიზებს მნიშვნელოვან სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ტენდენციებს და მსჯელობს  საზოგადოებაზე მათი გავლენის შესახებ;
  3. საზოგადოებრივი მეცნიერების სწავლებლისას ქმნის თითოეული მოსწავლის  კოგნიტური და სოციალურ-ემოციური განვითარებისთვის ხელშემწყობ უსაფრთხო, ინკლუზიურ, თავისუფალ, კეთილგანწყობილ და მამოტივირებელ სასწავლო გარემოს;
  4. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, დაწყებითი საფეხურის საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ სტანდარტსა და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით შეიმუშავებს ინტერდისციპლინარულ თემატურ ერთეულებს, რომლებიც აერთიანებს საზოგადოებრივ მეცნიერებებში შემავალ დისციპლინებს; მათზე დაყრდნობით წარმართავს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს და აფასებს მიღწეულ შედეგებს;
  5. მოიძიებს/ქმნის და მიზნობრივად იყენებს საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებისთვის საჭირო სასწავლო რესურსებს;
  6. შეიმუშავებს და ახორციელებს საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლების კლასგარეშე პროექტებს, რითაც მოსწავლეებს წაახალისებს გახდნენ ინფორმირებული და აქტიური მოქალაქეები;
  7. მსჯელობს მოსწავლეებში გლობალური მოქალაქეობის კომპეტენციების განვითარებაზე და დაწყებით საფეხურზე საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებისას უზრუნველყოფს ამ კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესს;
  8. საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებისას მოსწავლეთა სწავლის შედეგების ანალიზის, კოლეგებისაგან მიღებული უკუკავშირისა და თვითრეფლექსიის საფუძველზე აფასებს საკუთარ პრაქტიკას.

სწავლის შედეგები სპეციალური მასწავლებლის  მოდულისთვის

პროგრამის კურსდამთავრებული:

  1. მსჯელობს ინდივიდის შემეცნებით, სოციალურ, ემოციურ, ქცევით, ადაპტურ, მოტორულ უნარ-ჩვევებზე და ჰოლისტური განვითარების ასაკობრივ თავისებურებაზე, შესაბამის მიდგომებსა და თეორიულ საფუძვლებზე;
  2. მსჯელობს ინკლუზიური განათლების ფილოსოფიურ, ისტორიულ, სამართლებრივ ასპეტებზე;
  3. განიხილავს მოსწავლის აკადემიურ მიღწევას მთლიანობითი (ჰოლისტური) შეფასების პრინციპის გათვალისწინებით და აფასებს წინა აკადემიურ და აკადემიურ უნარ-ჩვევებს და მიზნობრივად იყენებს განვითარების ხელშემწყობ სტრატეგიებს;
  4. იყენებს სწავლის უნივერსალური დიზაინის პრინციპებს, დიფერენცირებულ მიდგომას საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისას;
  5. მონაწილეობას იღებს სასკოლო გარემოში პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშემწყობი მიდგომების, პროგრამებისა და სტრატეგიების დანერგვაში;
  6. მსჯელობს კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობებზე და გეგმავს სამუშაო პროცესს პროფესიული საქმიანობისა და  კომპეტენციის ფარგლებში;
  7. ირჩევს პროფესიული პრაქტიკის განვითარებისა და გაუმჯობესების ეფექტურ გზებს;

კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:

  • მასწავლებლის პროფესიაში შესვლის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კერძო და საჯარო სკოლებში დაწყებითი საფეხურის (ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, საზოგადოებრივი მეცნიერებების (I-VI კლასები) მასწავლებლად და/ან სპეციალურ მასწავლებლად;
  • სასწავლო და დღის ცენტრებში.

პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს სადოქტორო საფეხურზე.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა უნდა დააგროვოს 300 კრედიტი შემდეგი განაწილების მიხედვით:

თავისუფალი კომპონენტი – ზოგადი მოდული – 42 კრედიტი:

ძირითადი სწავლის სფერო258 კრედიტი

სავალდებულო ბლოკები:

  • პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ბლოკიდან – 51 კრედიტი;
  • საგნობრივი და საგნობრივი მეთოდიკის ბლოკიდან – 126 კრედიტი
    • ქართული ენა და ლიტერატურა – 42 კრედიტი;
    • მათემატიკა – 33 კრედიტი;
    • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – 30 კრედიტი;
    • სასკოლო პრაქტიკის ბლოკიდან – 21 კრედიტი;
      • პრაქტიკა (ქართული); – 6 კრედიტი
      • პრაქტიკა (მათემატიკა); – 6 კრედიტი
      • პრაქტიკა (ბუნებისმეტყველება); – 6 კრედიტი
      • პედაგოგიური რეფლექსია – 3 კრედიტი.
    • კვლევის ბლოკიდან – 45 კრედიტი.

არჩევითი მოდულები:

პროგრამის ფარგლებში სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა არჩევანი გააკეთოს საზოგადოებრივი მეცნიერებებისა (I-VI კლასები) და სპეციალური მასწავლებლის მომზადების ბლოკებს შორის.

  • ძირითადი სწავლის სფეროს არჩევითი მოდულები:
    • საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებლის მომზადების მოდული – 66 კრედიტი:
      • პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ბლოკიდან – 30 კრედიტი
      • საზოგადოებრივი მეცნიერებების ბლოკიდან – 36 კრედიტი (მათ შორის 6 კრედიტი პრაქტიკის დამოუკიდებელი კურსი);
  • სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული – 66 კრედიტი;
    • პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ბლოკიდან – 21  კრედიტი
    • ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის ბლოკიდან 9 კრედიტი
    • სპეციალური მასწავლებელის ბლოკიდან – 36 კრედიტი (მათ შორის 6 კრედიტი პრაქტიკის დამოუკიდებელი კურსი);

პროგრამის დასასრულს სტუდენტმა უნდა წარმოადგენოს შემაჯამებელი პორტფოლიო. შემაჯამებელ პორტფოლიოში უნდა შედიოდეს პროგრამის ფარგლებში მის მიერ შექმნილი საუკეთესო ნაშრომები, რომლებიც ადასტურებენ  პროგრამის სწავლის შედეგებით განსაზღვრულ კომპეტენციებს. შემაჯამებელი პორტფოლიოს კომპონენტში სტუდენტის შეფასების ფორმაა „ჩათვლა“. კურსდამთავრებულს პროგრამა დასრულებულად ჩაეთვლება შემაჯამებელი პორტფოლიოს დადებითად შეფასების შემთხვევაში.

 

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

E 402 ოთახი, ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

☏ (+995 32) 2 22 00 09 (180)

Share on :

ბიზნესის სკოლის დოქტორანტთა სადოქტორო ნაშრომები
განათლების ადმინისტრირება
?>
Loading please wait....