24 თებერვლიდან ფაბლაბ ილიაუნი მოსწავლეებისთვის იწყებს „ელექტრონიკის საწყისების“ ონლაინკურსს, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, მიიღონ საბაზისო ცოდნა ელექტრონიკაში, რაც მომავალში მიკროკონტროლერების გამოყენებით პროექტების შესრულებისთვისგამოადგებათ.
პროექტი გაგრძელდება 12 კვირის განმავლობაში. მონაწილეები შეისწავლიან:
- ანალოგური და ციფრული ელექტრონიკის საწყისებს;
- ძირითადი ელექტრონული კომპონენტების მუშაობის პრინციპებს;
- ელექტრონულ სქემებში მიმდინარე ფიზიკურ მოვლენებსა და კანონებს;
- ელექტრონული კომპონენტების შეერთების ტიპებს;
- ელექტრონული წრედების ლოგიკურ ელემენტებს.
სწავლების პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც სრულდება ვირტუალურად TinkerCad გარემოში.
► ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?
კურსი განკუთვნილია IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
► როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?
პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 2021 წლის 20 თებერვლისა.
► სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/WZsLkqfUqfjM53sE8
კურსის ჩატარების დრო: 24 თებერვალი, ოთხშაბათი,18:00 საათი
შეხვედრის ხანგრძლივობა: 1, 5 საათი