13 ივნისს, 16:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სემინარი „ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოება და გამოწვევები უკრაინა-რუსეთის ომის პერიოდში“.
მოხსენებას წაიკითხავს ERASMUS+ პროგრამით მოწვეული სოფიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, სამაგისტრო პროგრამის „ენერგეტიკული ბაზრები და მომსახურება” დირექტორი ათანას გეორგიევი.
განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გავლენა ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე
- ენერგეტიკული გეოპოლიტიკა და ენერგეტიკული ბაზრები
- ენერგეტიკული გადასვლის (ტრანზიციის) გლობალური ტენდენციები, გამოწვევები და შესაძლებლობები
შეხვედრას აწყობს ბიზნესის ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის ტექნოლოგიის სკოლის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტი.
მოწვეული არიან სტუდენტები, მკვლევრები, ენერგეტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები.
დღის წესრიგი
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 13 ივნისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
2023 წელი