15-16 ნოემბერს თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სი­ტეტში გაიმართა ევროკავშირის Erasmus+ პროექტის „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნი­ვე­რ­სი­ტეტებში“ (DITECH) მესამე ეროვნული შეხვედრა. პროექტის მონაწილე ინსტიტუციებმა განიხილეს ტექნოლოგიებით გამდიდრებული საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებისთვის შესამუშავებელი საკითხავი მასალები, იმსჯელეს ამ მასალების შემდგომ განვითარებაზე; მოისმინეს ხარისხის განვითარების ჯგუფის პრეზენტაცია პროექტით განხორციელებული აქტივობების შიდა და გარე ხარისხის მართვის მექანიზმებზე; განიხილეს პროექტის ონლაინპლატფორმის განვითარების, საინფორმაციო ბიულეტენის მომზადებისა და დისემინაციის სხვა აქტივობები; დაგეგმეს შემდგომი ღონისძიებები.